ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაცემით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 იანვარს ქართველმა მოციგურავემ, ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო.

ელენე გედევანიშვილი მაყურებლის წინაშე მოკლე პროგრამით წარდგა. მან სრიალისას შეცდომები დაუშვა და შედეგად, ჟიურისგან 49.20 ქულა დაიმსახურა. სამწუხაროა, რომ პროგრამის შესრულებისას გედევანიშვილი ერთხელ დაეცა.

ჯერჯერობით, ქართველი მოციგურავე მეექვსე ადგილს იკავებს, მის შემდეგ კიდევ 14 მონაწილე უნდა გამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 29 იანვარს ყინულზე ქალები და მოცეკვავე წყვილები გამოდიან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე-19 ადგილზეა პირველი დღის შემდეგ. იმედია, წინ წაიწევს
merabi
30 იანვარი 2015 00:16
0
საოცარია პირდაპირ. ჟურნალისტი როგორ წერს: სამწუხაროა, რომ პროგრამის შესრულებისას გედევანიშვილი ერთხელ დაეცა. ერთხელ რომ დაეცა ის არის სამწუხარო თუ რომ დაეცა? ჟურნალისტები ძალიან ,,გამართული" ქართულით წერთ
თამარი
29 იანვარი 2015 21:11
0
Satauridan gamomdinare avtori etkoba gaxarebulia gedevanishvilis datsemit,nutu ESE rtulia dadebiti satauris modzebna?aiget tsigni xelshi xalxo! Istsavlet dadebiti emotsiebis gadmotsema!
avtors
29 იანვარი 2015 20:41
0
ეგ მაგის დაავადებაა რომ არ წაიქცეს ის უფროა გასაკვირი
shah name
29 იანვარი 2015 20:38
0
ვაიმე,როგორ განვიცადე ელენეს რეაქცია გამოსვლის დამთავრებისას.ძლიან საყვარელი გოგოა.წარმატებებს ვუსურვებ.
მაგდა
29 იანვარი 2015 19:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული