ელენე გედევანიშვილი მოკლე პროგრამით მეხუთე ადგილზეა [+VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე, ბერნში მოკლე პროგრამით მეხუთე ადგილზე იმყოფება. ჩემპიონატში ფინელი კირა კორპი ლიდერობს. გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტის რანგში ჩავიდა. ის წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

ქართველი მოციგურავე შედეგის გაუმჯობესებას დღეს უკვე თავისუფალი პროგრამით შეეცდება. მას 53.68 ქულა აქვს.

გედევანიშვილის თქმით, ის უკეთეს შედეგს ელოდა. მაგრამ დღეს უფრო რთული გამოცდა ელის. დღევანდელი გამოსვლის ხანგრძლივობა 4.5 წუთია და მან რვა ნახტომი ელემენტი უნდა შეასრულოს.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული