ჩვენი ნაკრების გარდა ამ მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ღონისძიებაში ჩაერთვება 50-ზე მეტი ქვეყნის 2 000 წარმომადგენელი.
პირველი ზამთრის უნივერსიადა 1928 წლით თარიღდება. მაშინ, ტურნირი ზამთრის საერთაშორისო საუნივერსიტეტო თამაშების სახელით ჩატარდა. დღევანდელი დასახელება 1960 წლის თამაშებზე დამკვიდრდა.
საქართველო მსოფლიო უნივერსიადაზე წარმოდგენილი იქნება 8 სპორტსმენით: დავით თედიაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ბესიკ ჩარტოლანი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), შოთა ნათაძე (ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სანდრო ობგაიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი),
ზამთრის მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველო მესამედ მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენები ორ ნაკადად გაემგზავრებიან, 27 იანვარს და 1 თებერვალს.
წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს ნაკრებს.