სახელგანთქმული მევიოლინე ვანესა მეი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებასა და იქ სამთო-სათხილამურო სპორტის სტარტებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, მუსიკოსმა თხოვნით მიმართა ტაილანდის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს - შეიყვანოს შოუბიზნესის ვარსკვლავი სამთო მოთხილამურეთა ეროვნული ნაკრებში. კომიტეტმა მეის ამ თხოვნას დადებითად უპასუხა.
ვანესას ადრეც უნდოდა ოლიმპიადაზე ასპარეზობა, მაგრამ ვერაფრით მიიღო ტაილანდის მოქალაქეობა, რადგან მევიოლინესგან ბრიტანულ პასპორტზე უარის თქმას მოითხოვდნენ. ახლა მეის, რომლის მამაც ტაილანდელია, თავისი ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა აღირსეს.
ვანესა საკმაოდ გამოცდილ დ მაღალკვალიფიციურ მოთხილამურედ მიიჩნევა, მაგრამ ჯერ ვერ მოიპოვა სათხილამურო
ლელო