მევიოლინე ვანესა მეი თეთრ ოლიმპიადაზე

AutoSharing Option

სახელგანთქმული მევიოლინე ვანესა მეი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებასა და იქ სამთო-სათხილამურო სპორტის სტარტებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, მუსიკოსმა თხოვნით მიმართა ტაილანდის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს - შეიყვანოს შოუბიზნესის ვარსკვლავი სამთო მოთხილამურეთა ეროვნული ნაკრებში. კომიტეტმა მეის ამ თხოვნას დადებითად უპასუხა.

ვანესას ადრეც უნდოდა ოლიმპიადაზე ასპარეზობა, მაგრამ ვერაფრით მიიღო ტაილანდის მოქალაქეობა, რადგან მევიოლინესგან ბრიტანულ პასპორტზე უარის თქმას მოითხოვდნენ. ახლა მეის, რომლის მამაც ტაილანდელია, თავისი ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა აღირსეს.
ვანესა საკმაოდ გამოცდილ დ მაღალკვალიფიციურ მოთხილამურედ მიიჩნევა, მაგრამ ჯერ ვერ მოიპოვა სათხილამურო

სპორტის საერთაშორისო ფედერაციის სერთიფიკატი. ოფიციალური დოკუმენტის მიღების შემდეგ, მეის შეეძლება ტაილანდის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრება.

 ლელო

მკითხველის კომენტარები / 3 /
რად უნდა ამას კომენტარი, უბრალოდ უნდა გადადრიკო და დრიკოოოოოო.....
liverpool
12:03 09-07-2019
1
და რო გამწვანდება?
ჭიჭე
15:30 10-07-2019
0

სიახლეები პოპულარული