8 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დელეგაციის გაცილების ცერემონია. ფესტივალს 10 -15 თებერვალს სარაევო უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში (სამთო - სათხილამურო სპორტი, ფიგურული ციგურაობა) სულ 6 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
(სარაევო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, 10 -15 თებერვალი)
- მონაწილე ქვეყანა - 46
- სპორტის სახეობა - 8
- სპორტსმენთა რაოდენობა - 1000- მდე
- გახსნის ცერემონია - 10 თებერვალი
- დახურვის ცერემონია - 15 თებერვალი
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ
1. ნოდარ კოზანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი )
2. გიორგი აბრამაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი )
3. სანდრო ჟორჟოლიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი )
4. ნინო კურტანიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი )
5. მაგატა ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი )
6. ალინა ურუშაძე (ფიგურული ციგურაობა )
შეჯიბრების განრიგი
11 თებერვალი - გიგანტური სლალომი (გოგონები)
12 თებერვალი - გიგანტური სლალომი (ვაჟები)
13 თებერვალი - სლალომი (გოგონები)
13 თებერვალი - ფიგურული ციგურაობა ( მოკლე პროგრამა)
14 თებერვალი - სლალომი (ვაჟები)
14 თებერვალი - ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა)
15 თებერვალი - პარალელური სლალომი (შერეული წყვილები)
სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, საქართველოს დელეგაციის მედროშე იქნება სანდრო ჟორჟოლიანი.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს სარაევოში წარმატებული გამოსვლა უსურვა.
დელეგაცია სარაეოვოში 9 თებერვალს გაემგზავრება და 16 თებერვალს დაბრუნდება სამშობლოში.
geonoc.org.ge