გერმანიის ქალაქ კიოლნში სექსუალური უმცირესობების მერვე მსოფლიო თამაშები დაიწყო. ბარონ პიერ დე კუბერტენის ოლიმპიური იდეები მრავალი მიმართულებით განვითარდა - ტურნირებს ატარებენ სტუდენტები, რკინიგზელები, პოლიციელები, 1982 წლიდან კი ესტაფეტაში არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებიც ჩაებნენ.
თავდაპირველად, ორჯერ Gay Games-ს სან ფრანცისკომ უმასპინძლა, ამის შემდეგ გეებისა და ლეზბოსელების მიღების სურვილი ბევრ ქალაქს გაუჩნდა და კონკურსების ჩატარებაც კი დაიწყეს. ამჯერად კიოლნმა თამაშების ორგანიზების უფლებისთვის იოჰანესბურგი და პარიზი დაამარცხა.
რიგით მერვე თამაშებზე დაახლოებით 10 ათასი სპორტსმენი შეიკრიბა, თუმცა 1998 წელს ამსტერდამში დამყარებულ რეკორდს საკმაოდ ბევრი დააკლდა
სამაგიეროდ, გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ, რომელიც არ მალავს თავის არატრადიციულ ორიენტაციას. გარდა ამისა, Gay Games-ის ორგანიზატორებმა კიოლნში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი-სპორტსმენი - მეტიუ მიტჩემი დაპატიჟეს. პეკინის ოლიმპიადაზე ავსტრალიელი ერთადერთი წყალში მხტომელი იყო, რომელმაც ზაფხულის თამაშებზე ჩინელთა ჰეგემონია დაამხო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლელო