გუდაურმა დიდი სნოუბორდი დააჭაშნიკა

AutoSharing Option
გუდაურმა პირველად უმასპინძლა სნოუბორდში საერთაშორისო ტურნირს, ევროპისა და აზიის 18 ქვეყნის მონაწილეობით. რაც მთავარია, ეს ასპარეზობა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) ეგიდით და მისი კალენდრით ჩატარდა.

ორგანიზატორების - თბილისის მერიის, გუდაურის განვითარების ფონდის, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტოროს, სნოუბორდის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით ტურნირი ნამდვილ ზეიმად იქცია.

მასპინძლებმა სპორტული და კულტურული პროგრამა ისე შესანიშნავად შეახამეს, რომ სტუმრები აღტაცებას ვერ ფარავენ. მათი რიცხვი კი ასს აღემატება და ნებისმიერ მათგანს რომ ჰკითხოთ, გუდაურმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და კვლავაც აუცილებლად ეწვევიან ამ კურორტს შესაძლებლობა
თუკი მიეცემათ. მონაწილეთა შორის ცხრა ჩვენებურიც იყო, რომელთაგან ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი რევაზ ნაზღაიძეა.

ასპარეზობის პირველ დღის რიტმში დისონანსი უამინდობამ შეიტანა. სტარტი რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა პროგრამა არ შეკვეცილა. როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენი სპორტსმენებიდან ყველაზე უკეთ რევაზ ნაზღაიძემ იასპარეზა და პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა - ათეულში მოხვდა (VIII), რაც უდავოდ წარმატებაა. მით უფრო, რომ ტურნირსი მსოფლიო და ევროპის სარბიელზე სახელმოხვეჭილი სნოუბორდის ოსტატები მონაწილეობდნენ.

გუშინ, გვიან საღამოს, სასტუმრო "მარკო პოლოს" ტერიტორიაზე გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება გაიმართა.

კვარცხლბეკი
პარალელური გიგანტი. ვაჟები
: 1. დანიელ ვაისი (გერმანია), 2. ისიდორ სუსტერიჩი (სლოვენია), 3. ნოქბუჯი ნუკი (იაპონია). ქალები: 1. ვერონიკა პიოვა (პოლონეთი), 2. იულია ფიბლინგი (ავსტრია), 3. ელენა იგნატოვა (სერბეთი).
პარალელური სლალომი. ვაჟები: 1. კოცირ ზამი, 2. როკ ცალამბერისი, ტიმ მასტნიკი (სამივე - სლოვენია). ქალები: !. გლორია კოტნიკი, (სლოვენია), 2. ნინა მაჩიჩი (სერბეთი), 3. მელანა ჰოჩრეიტერი (გერმანია).

თორნიკე გაჩეჩილაძე გუდაურიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული