რაღაცით ნოდარ ქუმარიტაშვილს ამბავი გაგახსენდება კაცს: რუსი ბობსლეისტი ქალი ირინა სკვორცოვა გერმანელთაგან მორალურ და მატერიალურ კომპენსაციას ითხოვს - მის შემთხვევაში დამტკიცდა, რომ ტრავმა გამუცდელობის ბრალი არ იყო. თურმე, ლაუფენში მიმდინარე შეჯიბრების დროს რუსი სპორტსმენი არბიტრს უნდა გაეჩერებინა, ტრასაზე არ უნდა გაეშვა.
ირინა სკვორცოვა მძიმედ დაშავდა - მენჯ-ბარძაყისა და ხერხემლის სერიოზული ტრავმა მიიღო. ახლა, ის და მისი ვექილი სასამართლოში შესატანად საჩივარს ამზადებენ. რუსი სპორტსმენის ადვოკატმა კონსტანტინ გინზბურგმა Life Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:
”ჩვენს საქმეში გადამწყვეტი როლი იმან ითამაშა, რომ არბიტრი პეტერ ჰელე ოფიციალურად ცნეს დამნაშავედ. მონდა
მოგახსენოთ, რომ ჯარიმა, 3600 ევრო, რომელიც ჰელეს სასამართლომ დააკისრა, კანონების შესაბამსად მთლიანად სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა. და მაინც, გდაწყვეტილებით ირინა კმაყოფილია. ახლა ჩვენ ხელ-ფეხი გვეხსნება რათა ზარალის სხვანაირი ანაზღაურება მოვითხოვოთ. იმის გამოცხადება თუ რამდენს მოვითხოვთ ჯერ ნაადრევია”.
უნდა ითქვას, რომ სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ტრასის დისპეჩერებიც სცნო, რომელთაც სარბიელის დინამიკებში ხმამაღლა დაიძახეს სიტყვა: სტარტ!