ყველაზე პოპულარულ სნოუბორდისტ შონ უაიტს უმკურნალებენ

AutoSharing Option
სნოუბორდში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა შონ უაიტმა, რომელიც ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ სასტუმროში ატეხილ დებოშშია დადანაშაულებული, გამოძიებასთან გარიგება დადო.

როგორც ნეშვილის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლები ამბობენ, შონ რაიტმა პირობა დადო, რომ ალკოჰოლ-დამოკიდებულებაზე მკურნალობის კურსს გაივლის, აანაზღაურებს სასტუმროსთვის მიყენებულ ზარალს და 24 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმით იქნება დაკავებული.

თუ უაიტი ამ სამ პირობას შეასრულებს, მას მოუხსნიან ვანდალიზმის ბრალდებას, - აცხადებენ პროკურატურის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ უაიტმა 16 სექტემბერს, ღამით მოაწყო არეულობა ნეშვილის Loews Vanderbilt Hotel-ში. კერძოდ, მან სახანძრო სიგნალიზაცია ჩართო, რის გამოც სასტუმროში
მყოფი ყველა ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

გარდა ამისა, იტყობინებოდნენ, რომ სპორტსმენმა დააზიანა სასტუმროს კუთვნილი ქონება, ეჩხუბა ერთ-ერთ თანამშრომელს და ინციდენტის ადგილიდან გაქცევა სცადა.

გაქცევის დროს ის სასტუმროს ღობიდან ჩამოვარდა და დაზიანებები მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში აღმოჩნდა. იქიდან გამოწერის შემდეგ უაიტი პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენა ვანდალიზმისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისთვის.

შონ უაიტი ყველაზე პოპულარული სნოუბორდისტია მსოფლიოში. ის 2006 და 2010 წლებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დისციპლინა "ჰალფ-პააიპში".

სპორტსმენს გააჩნია საკუთარი წარმოების ტანსაცმლის ხაზი, ვიდეოთამაშები და ფილმები სნოუბორდინგზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული