2013 წელი მათთვის ძალიან დატვირთულია და თითოეული დღე მნიშვნელოვანი - ჩვენმა სპორტსმენებმა უნდა გააუმჯობესონ შედეგები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაში.
პრიორიტეტად მაინც მსოფლიოს ჩემპიონატი რჩება, რომელსაც 14-28 იანვარს ქალაქი კვებეკი (კანადა) უმასპინძლებს.
17-22 თებერვალს კი, პირველად სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, საქართველოდან ორი ახალგაზრდა სპორტსმენი ქალაქ ბრასოვში (რუმინეთი) ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
სნოუბორდის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძე ამბობს, რომ უმძიმესი და ურთულესი პირობების მიუხედავად, 2010-2012
თუ ეს ამოცანა შესრულდა, ჩვენი სპორტის ისტორიაში პირველ ქართველ სნოუბორდისტს ვიხილავთ ოლიმპიურ სარბიელზე, რაც ჩვენში სპორტის ამ სახეობას მეტ პოპულარობას მოუტანს და დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში ზამთრის ტურიზმის განვითარებას.
თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"