"იმ დროს, როცა ჩვენი ბიატლონისტები სოჭში მედლებისთვის იბრძოდნენ, ჩვენ სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ იუნიორთა ნაკრებიდან 19 წლის იულია პიპერის სიკვდილის შესახებ.
ბიატლონის სამყარო დამწუხრებულია ახალგაზრდა და ნიჭიერი სპორტსმენის დაღუპვის გამო. ჩვენ თანავუგრძნობთ იულიას ოჯახსა და მეგობრებს", - წერია ბიატლონისტთა კავშირის განცხადებაში.
24 თებერვალს, გვიან გახდა ცნობილი, რომ პიპერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამისთვის მან გამოიყენა შაშხანა, რომლითაც სტარტზე გადიოდა. სუიციდის მიზეზის შესახებ არაფერია ცნობილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"