ბიატლონი: რუსები გადარჩნენ. ჯერჯერობით...

AutoSharing Option
ბიატლონის საერთაშორისო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა იტალიის ქალაქ ანტჰოლცში. შეხვედრაზე უნდა განეხილათ რიჩარდ მაკლარენის ანგარიში და შესაძლო სანქციები უნდა მიეღოთ რუსი ბიატლონისტების მიმართ.

თუმცა, კავშირის აღმასკომს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, სამაგიეროდ, 9 თებერვლისთვის კიდევ ერთი სხდომა დაინიშნა, რომელზეც ასევე მთავარი თემა იქნება რუსი სპორტსმენების სავარაუდო დისკვალიფიკაცია.

შეგახსენებთ, რომ მაკლარენის ანგარიშში მოხსენიებულია 31 რუსი ბიტლონისტი, რომელთაგან ორი დროებით არის დისკვალიფიცირებული, დანარჩენებზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

ერთი კვირის წინ, რუპოლდინგში მიმდინარე მსოფლიოს თასის ეტაპის დროს, წამყვანმა ბიატლონისტებმა წერილი მისწერეს ბიატლონის საერთაშორისო
კავშირს მოთხოვნით - იმოქმედონ მაკლარენის ანგარიშიდან გამომდინარე.

სპორტსმენთა მოთხოვნებში იყო - არ დაუშვან სადოპინგო წარსულის მქონე ბიატლონისტები ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, დისკვალიფიკაცია მისცენ ეჭვმიტანილებს, შემცრიდეს ტურნირებზე წარმომადგენლობა დოპინგზე ჩავარდნილი ქვეყნებისთვის და გაიზარდოს ფულადი ჯარიმის ოდენობა სპორტსმენებისთვის და ფედერაციებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული