ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით თასის გათამაშება გაიმართება სამ სახეობაში - სლალომში, გიგანტურ სლალომსა და სუპერგიგანტში 6 ეტაპად, რომლებშიც სპორტსმენები საპრიზო ადგილებისთვის სამ ასაკობრივ ჯგუფში (1996 წელს და უფრო ადრე, 1997-1998 და 1999-2000 წლებში დაბადებულნი) იბრძოლებენ.
პირველი-მეორე ეტაპი 24-25 დეკემბერს ბაკურიანში, კერძოდ, ტატრაპომაზე, გაიმართა. მომდევნო ეტაპების გრაფიკი კი ასეთია: 14-15 იანვარი (ბაკურიანი), 11-12 თებერვალი (ბაკურიანი), 9-11 მარტი (მესტია), 30-31 მარტი (გუდაური) და 6-8 აპრილი (გუდაური).
შეჯიბრებებში იასპარეზებენ საქართველოს ნაკრების
ბაკურიანში თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, რომელშიც 56 ქალ-ვაჟი მონაწილეობდა, უფროს ასაკში დამაჯერებლად გაიმარჯვა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე იასონ აბრამაშვილმა. აქვე ტატრაპომაზე გამართული შეჯიბრების შედეგებსაც გაცნობებთ:
გიგანტური სლალომი. 24 დეკემბერი. გოგონები. 1993-1996 წლებში დაბადებულნი. 1. სუსანა გავა (ბაკურიანი, 2.13,11), 2. თაკო ბაქრაძე (ბორჯომი, 2.29,91), 3. თამუნა ჯაღმაიძე (კლ. "გუდაური", 2.30,03). 1997-1998 წლებში დაბადებულნი. 1. ნუცა ხურცილავა (აბუ, 1.14,88), 2. მარიამ ჭკადუა (მესტია, 1.15,56), 3. სალომე კვიციანი (მესტია, 1.16,60). 1999-2000 წლებში დაბადებულნი. 1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 1.20,38), 2. ქეთი მიქაბერიძე (ბორჯომი, 1.33,71), 3. ანა ოგბაიძე (კლუბი "გუდაური", 1.35,23).
ვაჟები. 1988-1996 წლებში დაბადებულნი. 1. იასონ აბრამაშვილი (ბაკურიანი, 1.59,85), 2. კოტე ვახტანგიშვილი (ბაკურიანი, 2.01,42), 3 კახა კურტანიძე (ბაკურიანი, 2.04,38). 1997-1998 წლებში დაბადებულნი: 1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.08,89), 2. ვალიკო მარსაგიშვილი (კლ. "გუდაური", 1.10,35), 3. ვიტალი ფერაძე (ბაკურიანი, 1.11,54). 1999-2000 წლებში დაბადებულნი: 1. ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი, 1.14,54), 2. გიორგი ქურდოღლიანი (ბაკურიანი, 1.15,03), 3. ნიკოლოზ ცაგარელი (აბუ, 1.15,87).
25 დეკემბერი. გოგონები. 1993-1996 წლებში დაბადებულნი. 1. სუსანა გავა (ბაკურიანი, 2.24,77), 2. ნატაშა გავა (ბორჯომი, 2.31,59), 3. თამარ ბაქრაძე (ბორჯომი, 2.45,54). 1997-1998 წლებში დაბადებულნი. 1. ნუკა ხურცილავა (აბუ,) 2. ანასტასია კვირიკაძე (კლ. "გუდაური", 1.19,91), 3. მარიამ ჭკადუა (მესტია, 1.20,32). 1999-2000 წლებში დაბადებულნი. 1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 1.19,50), 2. ანა ოგბაიძე (კლ. "გუდაური", 1.34,53), 3. ანა ჩართოლანი (მესტია, 2.10,06).
ვაჟები. 1988-1996 წლებში დაბადებულნი. 1 იასონ აბრამაშვილი (ბაკურიანი, 2.10,06), 2. ნიკოლოზ კოზანაშვილი (ბაკურიანი, 2.13,17), 3 შოთა ნათაძე (კლ. "გუდაური", 2.13,53). 1997-1998 წლებში დაბადებულნი. 1. გიორგი კუტანიძე (ბაკურიანი, 1.12,16), 2. ვიტალი ფერაძე (ბაკურიანი, 2.13,64), 3. ვალიკო მარსაგიშვილი (კლ. გუდაური, 1.14,33). 1999-2000 წლებში დაბადებულნი. 1. ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი, 1.17,06), 2. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.18,33), 3. გიორგი ქურდოღლიანი (ბაკურიანი, 1.19,26).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"