ბიორნდალენს ამ სეზონში არც ერთი მოგება არ ჰქონდა. ლეგენდარულ ნორვეგიელს სრიალის ტემპი არ დაუკარგავს და თითქმის ერთ დონეზეა მსოფლიოს თასის ლიდერებთან - სვენდსენთან და ფურკადთან, მაგრამ ოლე ვერ ახერხებს ხარისხიან სროლას.
მაგრამ კონტიოლაჰტიში გამართულ ეტაპზე ყველაფერი წესრიგში იყო. წინა დღეს, სპრინტში მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ არსებობდა პოდიუმზე ასვლის შანსი (ამ სეზონში ბიორნდალენი მხოლოდ ერთხელ მოხვდა საუკეთესო სამეულში), რაც
არადა, პირველი სასროლეთის შემდეგ, სადაც სკანდინავიელმა ორი შეცდომა დაუშვა, თითქოს გამარჯვება არც ამჯერად მოხერხდებოდა. მაგრამ დანარჩენ სამ სასროლეთზე ბიორნდალენმა უშეცდომოდ ისროლა და ბოლო წრეზე 11-წამიანი უპირატესობით გავიდა. ნორვეგიელმა შეძლო ამ ჰანდიკაპის შენარჩუნება და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მეორე იყო მარტინ ფურკადი, რომელმაც გაიმყარა ლიდერობა მსოფლიოს თასის ჩათვლაში, რადგან მისი მთავარი კონკურენტი, ნორვეგიელი ემილ ჰეგლე სვენდსენი მეოთხე ადგილზე გავიდა.
რბოლა გამოდევნებით
1. ოლე ეინარ ბიორნდალენი (ნორვეგია) - 33:43.8 (2); 2. მარტინ ფურკადი (საფრანგეთი) - +13.8 (3); 3. დმიტრი მალიშკო (რუსეთი) - +22.7 (2); 4. ემილ ჰეგლე სვენდსენი (ნორვეგია) - +37.5 (3); 5. ევგენი გარანიჩევი (რუსეთი) - +37.8 (2); 6. კრისტოფ ზუმანი (ავსტრია) - +38.9 (2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"