ქართველი მოთხილამურეების უიღბლო დღე

AutoSharing Option
ევროპის ზამთრის კურორტებზე გრძელდება სამთო მოთხილამურეთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც საქართველოს ახალგაზერდა სპორტსმენებიც ცდიან ძალებს და მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობენ.

გუშინდელი დღე სამი მათგანისთვის აშკარად უიღბლო აღმოჩნდა: იტალიურ პიანკავალოში გოგონები და ვაჟები სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

სუსანა გავამ პირველსავე დისტანციაზე მიიღო დისკვალიფიკაცია; ნინო წიკლაური პირველი, დიმიტრი გედევანიშვილი კი მეორე დაშვებისას გამოეთიშა შეჯიბრებას. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მასპინძლები - ანა დონატი (1.24,79) და ლუკა მენაზი (1.14,70) გავიდნენ.

* * *

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ სამთო თხილამურობაში საქართველოს თასის გათამაშების მე-2 ეტაპს გუდაური უმასპინძლებს.

შეჯიბრების მონაწილენი 24
თებერვალს სპეციალურ სლალომში, 25 თებერვალს კი გიგანტურ და სპეციალურ სლალომში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული