წლეულს მესტიაში საჩოჩიალოს ტიპის ახალი საბაგირო დამონტაჟდა, რაც პაექრობების ორგანიზებას ბევრად გააადვილებს.
საპრიზო ადგილებისთვის საქართველოს ნაკრების წევრებიც იბრძოლებენ. შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ისინი იტალიაში, კერძოდ, ბრუნიკოში საქართველოს სამთო-სათხილამურო ბაზაზე გაემგზავრებიან და იქიდან ჩაერთვებიან ევროპის სხვადასხვა კურორტზე ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"