ესტონელმა ლეგენდამ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ესტონეთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, თხილამურებით მორბენალი კრისტინა შმიგუნი დიდი სპორტიდან წავიდა. მოთხილამურის თქმით, მან ყველა მიზანს მიაღწია და ახლა მხოლოდ ოჯახს, კერძოდ გოგონას აღზრდას მიუძღვნის თავს.

შმიგუნმა 1994 წლიდან დაიწყო ოფიციალურ ტურნირებზე გამოსვლა. ის შვიდჯერ გახდა ესტონეთის საუკეთესო სპორტსმენი. კრისტინა 2006 წლის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია - ტურინში მან 10 და 15-კილომეტრიანი დისტანცია მოიგო, ვანკუვერში კი ასევე 10 კილომეტრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2007 წელს შმიგუნმა თავის მენეჯერ კრისტიან-ტორა ვიაჰიზე იქორწინა. 2008 წლის ივნისში მათ ქალიშვილი - ვიქტორია-კრისი შეეძინათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული