იასონ აბრამიშვილმა გერმანიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
2 თებერვალს გერმანიის სათხილამურო კურორტ იენერში მოთხილამურეთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს. საქართველოს ნაკრების ლიდერმა იასონ აბრამიშვილმა დისტანცია 1.33.95 საათში დაფარა და ჩემპიონი გახდა.

ამ გამარჯვებით აბრამიშვილმა 22.40 სარეიტინგო ქულა დააგროვა, რაც საერთაშორისო ფედერაციის საერთო რეიტინგში დაწინაურების საშუალებას მისცემს.

ნაკრების კიდევ ერთმა ლიდერმა ალექსი ბენიაიძემ ამავე ტურნირზე დისტანცია 1.36.30 საათში გაიარა და მე-17 ადგილზე გავიდა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული