საქართველოს სპორტული დელეგაცია ბრაშოვში შვიდი სპორტსმენით გამოვა

AutoSharing Option
16 თებერვალს დილაუთენია საქართველოს სპორტული დელეგაცია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ხაბარელის ხელმძღვანელობით რუმინეთს გაემგზავრა.

17-დან 22 თებერვლის ჩათვლით ქალაქი ბრაშოვი ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

თანატოლებს გაეჯიბრებიან სამთო მოთხილამურეები - ნიკოლოზ კოზანაშვილი, სოსო ჯაფარიძე, შოთა ნათაძე, სანდრო ოგბაიძე (მწვრთნელი ვახტანგ თედიაშვილი), სნოუბორდისტები - გიორგი წამალაიძე, ბექა მერკვილაძე (მწვრთნელი ლევან მშვილდაძე), ფიგურულად მოციგურავე არმენ აგაიანი (მწვრთნელი მარინე ჯაფარიძე).

ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელია გიორგი ესაკია. 16 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ასპარეზობ
ის მონაწილეებს შეხვედრა მოუწყვეს და გზა დაულოცეს.

გიორგი ესაკია: "შარშან მოვინახულე ის ადგილები, სადაც ჩვენი სპორტსმენები იცხოვრებენ და იასპარეზებენ.

კმაყოფილი დავრჩი. შეჯიბრების მონაწილეებს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენისა და აქტიური დასვენების პირობები ექნებათ. წინა ოთხ ფესტივალზეც მე ვიყავი მისიის ხელმძღვანელი და შემიძლია ვთქვა, რომ ამჯერად უკეთ მომზადებული სპორტსმენები მიგვყავს, თუმცა საპრიზო ადგილებისთვის რამდენად იქნება ეს საკმარისი, უშუალოდ პაექრობები გვიჩვენებს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული