სათხილამურო სპორტი: ნორვეგიის მეოთხე ტრიუმფი

AutoSharing Option
სათხილამურო სპორტში მსოფლიოს ჩემპიონატზე გრძელდება ნორვეგიელი ქალების დომინირება - გათამაშდა მედლების მეხუთე კომპლექტი და მეოთხე ოქრო სწორედ ამ ქვეყნის ქალთა ნაკრებმა მოიგო.

ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე დღის წინ სკიატლონში ნორვეგიელთა დომინირება, როცა მათ პირველი ოთხი ადგილი დაისაკუთრეს. გასაგებია, რომ ესტაფეტაში ყველა ნორვეგიის კვარტეტის გამარჯვებას ელოდა.

სკანდინავიური გუნდის პირველივე წევრმა დაიწყო შეტევა პირველი ადგილისთვის. ჰაიდი ვენგმა მოახერხა თავისი პარტნიორებისთვის კომფორტული უპირატესობის მოპოვება, რის შემდეგაც ტერეზა იოჰაუგს, კრისტინ სტეირასა და მარიტ ბიორგენს ისღა რჩებოდათ, რომ შეენარჩუნებინათ ეს ჰანდიკაპი, რაც მოახერხეს კიდეც.

აღსანიშნავია,
რომ მარიტ ბიორგენტისთვის ეს იყო მესამე ოქრო ამ ჩემპიონატზე, იოჰაუგი კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა.

მეორე ადგილი ასევე დამაჯერებლად დაიკავა შვედეთის ნაკრებმა, რომელიც ესტაფეტის "კლასიკურ" ნაწილში არც ისე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ თავისუფალი სტილით რბოლაში საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. მესამე ადგილი მოიპოვეს რუსებმა. მათი კვარტეტი ბოლო ეტაპის წინ მეხუთე იყო, მაგრამ ჩეკალევას ტემპი საკმარისი აღმოჩნდა ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ქალთა ნაკრებმა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველი მედალი მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ესტაფეტა. ქალები
1. ნორვეგია (ვენგი, იოჰაუგი, სტეირა, ბიორგენი) - 1:00:36.5; 2. შვედეთი (ინგემარსდოტერი, ვიკენი, ჰააგი, კალა) - +26.2; 3. რუსეთი (ივანოვა, იკსანოვა, გუშჩინა, ჩეკალევა) - +45.8; 4. აშშ - +1:12.4; 5. ფინეთი - +1:23.8; 6. საფრანგეთი - +1:53.7...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბიორგენის მეცხრე ოქრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული