ოლიმპიურ ჩემპიონს ვარჯიშის დროს მანქანა დაეჯახა

AutoSharing Option
უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა 2010 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, ნორვეგიელ კრისტენ სტერმერ სტეირას - ვარჯიშის დროს მას მანქანა დაეჯახა.

32 წლის სპორტსმენი ქალაქ დრებაკის ახლოს, ტრასაზე გორგოლაჭებიანი თხილამურებით ვარჯიშობდა. შუქნიშანზე ერთ-ერთმა ავტომობილმა მოთხილამურეს გზა არ დაუთმო და დაეჯახა. საავადმყოფოში სტეირას ორი ნეკნის მოტეხილობა და რამდენიმე მსუბუქი დაზიანება დაუდგინეს.

ნორვეგიელმა განაცხადა, რომ ინციდენტი სერიოზული იყო და იოლად გადარჩა. სტეირამ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანში შეძლებს ვარჯიშების გაგრძელებას.

კრისტენი მეორე ნორვეგიელი მოთხილამურეა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა. 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიურ ჩემპიონს ტერეზა იოჰაუგს მანქანა
დაეჯახა ტრონჰეიმში ვარჯიშის დროს. მაშინ სპორტსმენი თითქმის არ დაზარალებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული