ნინო წიკლაური პირველი დაშვების შემდეგ 54-ე ადგილზეა [VIDEO]

AutoSharing Option
18 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. სოჭში ქართული დელეგაციის მედროშე ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და მონაკვეთი 1:27.27 წუთში გაიარა.

ამ მაჩვენებლით წიკლაურმა პირველ დაშვებაში საბოლოოდ 54-ე ადგილი დაიკავა.

სულ პირველ დაშვებაში 90 მოთხილამურე მონაწილეობდა, თუმცა აქედან 14-მა ტრასის ჩამთავრება ვერ შეძლო. საუკეთესო სამეულში ამჟამად სლოვენიელი თინა მაზი (სლოვენია: 1.17.88), ჯესიკა ლინდელ-ვიკარბიუ (შვედეთი: 1.18.40) და ნადია ფანჩინი (იტალია: 1.18.53) არიან.

შეგახსენებთ, რომ ეს ქალების პირველი გამოსვლა იყო გიგანტურ სლალომში, მეორე დაშვება კი 18 თებერვალს, ჩვენი დროით 13:00 საათზე
დაიწყება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ბატონო თამაზ, სამარცხვინო თქვენ უფრო ხართ, ვიდრე ნინო. :)) ნინო, მაგარი ხარ !!!
ბატონ თამაზს !
19 თებერვალი 2014 01:26
0
ნინო, გაიხარე მაგარი გოგო ხარ, რომ ამდენ ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძელი. შენ ხომ საქართველოში ამ სპორტის სახეობის ისტორიას აგრძელებ და უწევ პოპულარობას.
გიზო
18 თებერვალი 2014 16:01
0
kola, როგორ არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე იძულებული ვარ დაგეთანხმო. ასეა კი, სამწუხაროდ.
dimitri
18 თებერვალი 2014 15:21
0
Tamazi - "ამ სამარცხვინოსაგან სხვას რას ელოდებოდით," ამბობს "ქართველი" თამაზი. ამ "პატრიოტი" კაცის (ამასაც თუ კაცი ქვია) ნათქვამიდან ისე გამოდის რომ ნინო წიკლაური როგორც ადამიანი არის სამარცხვინო, ხომ ასეა მეგობრებო. ე.ი. სამარცხვინო გოგო გაუშვეს ოლიმპიადაზე და იმისაგან რას უნდა მოელოდეთო. საინტერესოა რა გააკეთა ამ გოგომ სამარცხვინო (კითხვა თამაზის). გეკითხებით ყველას ერთად ვინც შემოდიხართ ამ საიტზე და თქვენს აზრებს აფიქსირებთ, ისეთი ფსიხოლოგიის ადამიანებით დასახლებულ ქვეყანას, როგორც თამაზია მომავალი თუ აქვს? ჩემის აზრით არა, თუ მათი რიცხვი 40%-მდეც რომ იყოს. თქვენი აზრი როგორია?
lazare
18 თებერვალი 2014 15:18
0
ახალი გენაცვალე 100% ხარ! მაშინ ქეცბამ უარი თქვა წინასწარ 1-1-ზე და არ ითამაშა და მაგის მერე გუცაევი გადაემტერა ნაკრებში აღარ იწვევდა... სავსე იყო სტადიონი! როგორ მინდოდა მოგვეგო... გულნატკენი წამოვედი დინამოდან... მაშინ არც მიფიქრია რო ჩაწყობილი იყო ყველაფერი... მერე გავიგე რაც მოხდა
del piero 10
18 თებერვალი 2014 14:35
0
1998 წლის,,ამხანაგური,,ფრე არსად დევს იუთუბში?ვერ ვნახე ის სამარცხვინო სპექტაკლი!როგორ იკადრეს?არადა რუსებს ვაგიჟებდი-დღეს სულ ცოტა 3-0 დაგადებთ!და რა?ვიღაცეებმა გადაწყვიტეს ,,პათხალიმობა,,მლიქვმელობა რუსებთან(საინტერესოა ვინმე რამეს გამორჩა?მგონი ჟორდანია ალბათ?).და რუსებმა რამე დათმო საქართველოსთან მიმართებაში?რატომ წაეპათხალიმნენ?დღეს სულ გამოძიებები მიდის ჩვენს ქვეყანაში და რატომ არავის ახსოვს ეს მატჩი?75ათას სტადინზე და ასიათასობით ქართველს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ასე რომ ,,გააცურებ,, პასუხი არ არის მოსათხოვნი?რატომ ,,ითამაშეს,,ფრე?
და რატომ რაგბისტებს არ უთამაშიათ რუსებთან ,,ამხანაგურად,,ფრე?აქ ჩანს ქართული ფეხბურთის მანკიერება,როცა ფეხებზე კიდია სავსე სტადიონი!
ქეცბაიამ განაცხადა ამ სამარცხვინო სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი!დანარჩენებმა რიგორ იკადრეს საერთოდ გამოსვლა მოედანზე?
akhali
18 თებერვალი 2014 13:39
0
Tamaz სამარცხვინო ისაა შენ რომ ქართველი გგონია შე თავი. არ ხარ შენ ქართველი.
ნუგზარი
18 თებერვალი 2014 12:59
0
საწყენია 9 წამი რომ წააგოო,უბრალოდ ჩამოისეირნა და მგონი სხვა მიზანიც არ ქონია,თორემ ცოტას იჩქარებდა მაინც
sano
18 თებერვალი 2014 12:50
0
ჯონდის- მარტო ტრასა?ტრამპლინი? საერთოდ ქვეყანა გვაქვს?სპორტი?პროფესიონალი ხალხი? მაგრები ვართ სხვის ლანDგვაში. პუტინს ვურჩევთ საქმეს და თვითონ გაგვდის წუწი... სადგეგრDელოებში, ქეიპსა და ერთმანეთის გადაგდებაში კიდევ არ ტარდება ოლიმპიადა
kola
18 თებერვალი 2014 12:34
0
ძალიან საწყენია რომ ამდენი (9 წამი :((( ) წააგო ლიდერთან ნინომ, მაგრამ რას იზამ, ამ ეტაპზე მონაწილეობა და გამოცდილების მიღებაა მნიშვნელოვანი. იმედია მომავალში უფრო შთამბეჭდავი შედეგები გვექნება.

ისე კი, იქნებ ვინმემ იცოდეს, თოვლი კი გვაქვს, იციცხლეთ და ზამთრის ოლიმპიადებზე ასეთ დღეში რატომ ვართ?

მაგალითად, საცოგაო ტრასა არის სადმე საქართველოში? მოქმედი ტრამპლინი? ფრისტაილის ტრამლინი? ქროს-ქანთრის ხომ არაფერი უნდა თხილამურების მეტი და მაგის მოქმედი მწვრთნელები გვყავს?

გასაგებია რომ ბობსლეის ტრსას და დიდ საციგურაო დარბაზს (აი ჰოლანდია რომ იგებს ყველაფერს იმას) ვერ ავაშენებთ, მაგრამ ზამთრის ოლიმპიადაზეც ხომ არის 'იაფი' სპორტის სახეობები.
jondi
18 თებერვალი 2014 12:08
0

სიახლეები პოპულარული