მოთხილამურეს დაშვება საზარელ მოტეხილობად დაუჯდა

AutoSharing Option
ცნობილ ბრიტანელ სამთო მოთხილამურეს ჩემი ელკოტს კანადაში, ლეიკ-ლუიზის ტრასაზე დაშვება წვივის ძვლის ღია მოტეხილობად დაუჯდა. სამი ოლიმპიადის მონაწილე, გამოცდილი სპორტსმენი გოგონა სწრაფ დაშვებაში ვარჯიშობდა, როცა მძიმე ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში მის წასაყვანად ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც 28 წლის ელკოტის თანმხლები პირები ყვებიან, გზაში სპორტსმენს გონება რამდენჯერმე დაუკარგავს.

სამთო მოთხილამურეს ოპერაცია სასწრაფოდ კი გაუკეთეს და ექიმების ძალისხმევით, ფეხში მგრძნობელობა შეუნარჩუნდა, თუმცა, სულ ცოტა, 2010-11 წლების სპორტული სეზონი მისთვის გაუქმებულია.

ელკოტი სამთო-სათხილამურო სპორტში დიდი ბრიტანეთის ქალთა ნაკრების ლიდერია. ვანკუვერის ოლიმპიადაზე მან
სუპერკომბინაციებში მე-11, სწრაფ დაშვებაში კი მე-13 ადგილი დაიკავა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ფდსფდს ფდს ფ დსფ დს ფ
luka
17:24 04-12-2010
0

სიახლეები პოპულარული