ვონი პოზიციებს თმობს

AutoSharing Option

სამთო მოთხილამურეებმა ოკეანის გაღმა ჩქაროსნულ დისციპლინებში გააგრძელეს ურთიერთობის გარკვევა. ქალებმა ამერიკის კურორტ ლეიკ ლუისში ორჯერ გაითამაშეს პირველობა სწრაფდაშვებაში. ადგილობრივ პუბლიკას მსოფლიოს თასის მოქმედი ჩემპიონის, ამერიკელი ლინდსი ვონის დომინირების იმედი ჰქონდათ და არცთუ უსაფუძვლოდ. ვონს აქ ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდათ მოგებული სწრაფდაშვების დისციპლინა, სულ კი 2004 წლიდან მოყოლებული ლეიკ ლუისში 12-ჯერ ავიდა პოდიუმზე.

მაგრამ, როგორც ჩანს, წელს გერმანელ მარია რიშს სერიოზულად აქვს განზრახული ბოლო წლებში ვონის ჰეგემონიის დამხობა. რიში შესანიშნავ ფორმაში შეხვდა ახალ სეზონს და პრაქტიკულად ყველა დისციპლინაში ჯაბნის კონკურენტებს.

რიშმა ორივეჯერ

მინიმუმ მეათედი წამი მოუგო ვონს, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამერიკელი შაბათს ძალიან ახლოს იყო სეზონში პირველ გამარჯვებასთან. ლინდსიმ ტრასაზე ყველაზე მაღალი სისწრაფე განავითარა და რომ არა ერთ-ერთ მოსახვევში დაშვებული შეცდომა, პირველი ადგილი გარანტირებული ექნებოდა. ვონმა სასწაულებრივ შეინარჩუნა წონასწორობა და ასეთი შეცდომის მიუხედავად, პოდიუმზე მეორე ადგილი დაიკავა, რიშთან კი მხოლოდ ერთი მეათედი დათმო.

ლეიკ ლუისის ეტაპი კინაღამ ტრაგედიით დასრულდა ბრიტანელი ჩემი ელკოტისთვის, რომელიც ტრასაზე დაცემისას ფეხის ღია მოტეხილობა მიიღო. ის პირდაპირ ტრასიდან ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს და არ არის გამორიცხული, რომ ბრიტანელმა 2010-11 წლების სეზონში ვეღარ შეძლოს ტრასაზე გასვლა.

როგორც BBC წერს, სპორსტმენმა ტკივილისგან გონება დაკარგა. საავადმყოფოში ბრიტანელს მისი მეგობარი - ცნობილი ამერიკელი მოთხილამურე ჯულია მანკუზო გაჰყვა.

ელკოტი ბრიტანეთის ქალთა ნაკრების ლიდერია. მან წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე მე-11 ადგილი დაიკავა სუპერკომბინაციაში და მე-13 - სწრაფდაშვებაში.
ლეიკ ლუისი (კანადა)

სწრაფდაშვება. ქალები
1. მარია რიში (გერ) - 1:28.96; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 1:29.08; 3. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 1:29.17; 4. ჯულია მანკუზო (აშშ) - 1:29.95; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 1:30.15; 6. ანია პერსონი (შვედ) - 1:30.38.
სწრაფდაშვება. ქალები
1. მარია რიში (გერ) - 1:29.60; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 1:29.70; 3. დომინიკ გიზინი (საფ) - 1:30.38; 4. დანიელა მერიგეტი (იტა) - 1:30.44; 5. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 1:30.64; 6. ჯულია მანკუზო (აშშ) - 1:30.65.
საერთო ჩათვლა
1. მარია რიში (გერ) - 434 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 245; 3. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 212; 4. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 204; 5. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 196; 6. კატრინ ჰიოლცლი (გერ) - 166.
ბივერ კრიკი (აშშ)
სუპერ-გიგანტი. კაცები
1. გეორგ სტრაიტბერგერი (ავსტრია) - 1:17.18; 2. ადრიენ ტეო (საფ) - 1:17.29; 3. დიდიე კუში (შვეიცარია) - 1:17.31; 4. კრისტოფ ინერჰოფერი (იტა) - 1:17.38; 5. მარიო შაიბერი (ავსტრია) - 1:17.41; 6. პეტერ ფილი (იტა) - 1:17.47.
საერთო ჩათვლა
1. მარიო შაიბერი (ავსტრია) - 175; 2. მიხაელ ვალხოფერი (ავსტრია) - 149; 3. გეორგ სტრაიტბერგერი (ავსტრია) - 136; 4. დიდიე კუში (შვეიცარია) - 134; 5. კარლო იანკა (შვეიც) - 124; 6. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 119.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული