ქართველმა მოთხილამურეებმა მონტე სპიკო დაიპყრეს

AutoSharing Option

ახალი სამთო-სათხილამურო სეზონი დიდებულად დაიწყო საქართველოს ნაკრების ლიდერმა იასონ აბრამაშვილმა. ჩვენებური სტარტზე პირველად 9 დეკემბერს დადგა, თუმცა უკვე მესამედ მოასწრო პოდიუმზე ასვლა. ზედიზედ ორი დღე აბრამაშვილი მონტე სპიკოს ტურნირში გამარჯვებული გამოვიდა. იტალიის ამ კურორტზე ფის-ის ეგიდით ორი გიგანტური სლალომი და ორიც ჩვეულებრივი სლალომი გაიმართა. გიგანტურ სლალომში აბრამაშვილმა ერთხელ მე-7 შედეგი აჩვენა, ერთხელ კი ტრასა ვერ ჩაამთავრა.

პარასკევს იასონმა პირველი სლალომი მოიგო, შაბათს კი მეორეში იმარჯვა, თანაც 4 პუნქტით უკეთესი ქულა მიიღო (უფრო ძლიერი კოეფიციენტის გამო) - 22,66. კარიერის განმავლობაში ამაზე

უკეთესი ქულა - 20,28 (ფის-ში ნაკლები უკეთესია) შარშან მიიღო ფრანგულ მარიბელში, სადაც საკმაოდ ძლიერ მონაწილეთა შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

შაბათს იასონმა ორივე ცდას ჯამში წუთი და 28,81 წამი მოანდომა და უახლოეს კონკურენტს თითქმის სამი წამით აჯობა! მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მე-2 ადგილზეც ქართველი გავიდა - 19 წლის ალექსი ბენიაიძე. კოტე ვახტანგიშვილსა და ბიძინა ქართველიშვილს ცდები გაუცუდდათ.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული