სლალომი შილდისაა

AutoSharing Option

საფრანგეთის ვალ დ'იზერის შემდეგ ქალმა სამთო მოთხილამურეებმა ამ ქვეყნის მეორე კურორტ კურშეველში გადაინაცვლეს და სლალომში გაარკვიეს ურთიერთობა. იქაურ ტრასაზე მსოფლიოს თასის ეტაპი 1979 წლის შემდეგ არ გამართულა და შესაძლოა, ეს იყო იმის მიზეზი, რომ პირველ ცდაზე ოცზე მეტმა მოთხილამურემ ვერ მიაღწია ფინიშამდე. ხელმოცარულთა შორის იყვნენ მსოფლიოს თასის ლიდერები - ამერიკელი ლინდსი ვონი და გერმანელი მარია რიში.

თუმცა სლალომის მთავარ სპეციალისტებს კურშეველის ტრასის დაპყრობა არ გასჭირვებიათ. პირველ რიგში ეს ავსტრიელ მარლის შილდზე ითქმის, რომელმაც იმ დღეს ძალიან მაღალი დონე აჩვენა, განსაკუთრებით

მეორე ცდაზე. ამ დისციპლინაში ოლიმპიადების ორგზის პრიზიორმა პირველი ცდა წააგო ფინელ მარია პოუტიაინენთან, მაგრამ მეორე დაშვებისას ისეთი ტემპი განავითარა, რომ საბოლოოდ, სკანდინავიელს 78 მეასედი წამი მოუგო.

წარმატებული მეორე ცდა ჰქონდა სლოვენიელ ტინა მაზეს, რომელმაც მეოთხე ადგილიდან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა გამარჯვებულ შილდსთან ძალიან ბევრი - 1.98 წამი წააგო.


აღსანიშნავია მარლისის უმცროსი დის - ბენედეტ შილდსის წარმატება. მან მეორე ცდაზე მხოლოდ დასთან წააგო და საერთო ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

შილდსმა წელს მეორედ მოიგო სლალომის სტარტი - პირველად ეს ნოემბერში ფინეთის კურორტ ლევიში გააკეთა. სულ ავსტრიელს კარიერაში მსოფლიოს თასის 25 ეტაპი აქვს მოგებული.

სპეციალისტები აღნიშნავენ მარია რიშის ბოლოდროინდელ ჩავარდნას. ვალ დ'იზერში გერმანელმა 24-ე ადგილი დაიკავა სწრაფდაშვებაში, პოდიუმზე ვერ ავიდა სუპერკომბინაციაში, ხოლო აქ, როგორც გითხარით, ფინიშამდე ვერ მიაღწია. რიშისთვის საბედნიეროდ, მის მთავარ კონკურენტს ვონსაც იგივე დაემართა და საერთო ჩათვლაში გერმანელზე უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა.


კურშეველი (საფრანგეთი). ქალები. სლალომი

1. მარლის შილდი (ავსტრია) - 1:34.95 (48.38+46.57); 2. ტანია პოუტაინენი (ფინ) - 1:35.73 (48.27+47.46); 3. ტინა მაზე (სლოვენ) - 1:36.93 (48.93+48.00); 4. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედ) - 1:37.20 (49.38+47.82); 5. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 1:37.21 (49.14+48.07); 6. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - 1:37.41 (49.63+47.78).

საერთო ჩათვლა
1. ლინდსი ვონი (აშშ) - 581 ქულა; 2. მარია რიში (გერ) - 578; 3. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 366; 4. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 356; 5. ტინა მაზე (სლოვენ) - 333; 6. ჯულია მანკუზო (აშშ) - 294...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული