ფრანგული ჰეთ-თრიკი

AutoSharing Option

საშობაო არდადეგების შემდეგ განახლდა სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშება. ქალმა მოთხილამურეებმა ფრანგულ კურშეველიდან ავსტრიის კურორტ ზემერინგში გადაინაცვლეს. გუშინ პირველობა გიგანტურ სლალომში გათამაშდა და ლინდსი ვონისა და მარია რიშის შემდეგ, ამ რბოლამ სეზონის მესამე დომინატორი გამოავლინა - ეს გახლავთ ფრანგი ტესა ვორლი, ვინც აღნიშნული დისციპლინა ზედიზედ მესამედ მოიგო.

ვორლი დიდი უპირატესობით დაწინაურდა პირველი ცდის შემდეგ. მას კვალში ჩაუდგნენ სლოვენიელი ტინა მაზე და გერმანელები - მარია რიში და კატრინ ჰიოლცლი, თუმცა მათი ჩ

ამორჩენა საკმაოდ სოლიდური იყო.

წესით, ვორლის კონკურენტი კიდევ ერთი გერმანელი, ამ დისციპლინაში ვანკუვერის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორია რებენსურგიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირველი დაშვების შემდეგ ის მხოლოდ 28-ე პოზიციაზე აღმოჩნდა - ამის მიზეზი ტრასაზე დაშვებული სერიოზული შეცდომა იყო.

ვიქტორიამ მდგომარეობის გამოსწორება სცადა და პატარა სასწაულიც მოახდინა - 28-ე ადგილიდან მეცხრეზე გადაინაცვლა. მეორე ცდაზე მისი შედეგის გაუმჯობესება მხოლოდ ამერიკელმა ჯულია მანკუზომ შეძლო, რამაც მას მეხუთე ადგილი მოუტანა. არადა, მეორე დაშვებამდე ჯულია მხოლოდ მე-18 იყო. ვორლის გამარჯვების მიუხედავად, ეტაპის გმირებად სწორედ ეს მოთხილამურეები გამოცხადნენ.

რაც შეეხება ლიდერებს შორის ბრძოლას, აქ თავიდან ავსტრიელმა ელიზაბეტ გიორგლმა მოიპოვა წარმატება, მაგრამ მისი შედეგი მალე გერმანელებმა - ჰიოლცლმა და რიშმა გააუმჯობესეს. არ გაუმართლა ტინა მაზეს. სლოვენიელი შეცდა და გერმანელების წინ გაშვება მოუწია, ტესა ვორლიმ კი უშეცდომოდ გაიარა ტრასა და უდიდესი უპირატესობით მოიგო ეტაპი. მან გაიმეორა ამერიკელი ტედ ლიჯეტის შედეგი, რომელსაც მამაკაცებს შორის ასევე ზედიზედ სამი გიგანტური სლალომი აქვს მოგებული.

შეიცვალა ლიდერი საერთო ჩათვლაში - ვონმა მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა და კვირანახევრის წინ მოპოვებული ლიდერობა ისევ რიშს გადააბარა. დღეს იმავე ზემერინგში ქალები სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. 

ზემერინგი (ავსტრია)
ქალები

გიგანტური სლალომი

1. ტესა ვორლი (საფ) - 2:09.66; 2. მარია რიში (გერ) - +0.62; 3. კატრინ ჰიოლცლი (გერ) - +0.78; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - +0.85; 5. ჯულია მანკუზო (აშშ) - +1.17; 6. ტინა მაზე (ნორ) - +1.29; 7. ლინდსი ვონი (აშშ) - +1.40; 8. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - +1.52; 9. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - +1.75; 10. ფაბიან სუტერი (შვეიც) - +1.85...

საერთო ჩათვლა
1. მარია რიში (გერ) - 658 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 617; 3. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 416; 4. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 380; 5. ტინა მაზე (სლოვენ) - 373; 6. ჯულია მანკუზო (აშშ) - 339

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული