შეჯიბრებაში 52 ქალ-ვაჟი მონაწილეობდა. ქვეყნის უძლიერეს მოთხილამურეთაგან მხოლოდ ორმა სპორტსმენმა მოახერხა შინ დაბრუნება და ასპარეზობაში ჩაბმა. დანარჩენები ევროპაში არიან და 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს.
ასპარეზობის პირველ დღეს გიგანტურ სლალომში თედო ჯაფარიძის თასი გათამაშდა. გუნდურში მთავარი პრიზი სვანეთის ნაკრებმა დაისაკუთრა. ინდივიდუალურ პირველობაში ასაკის მიხედვით საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
გიგანტური სლალომი
გოგონები. 2001-02 წწ. დაბადებულნი. 1. მაგატა ჯაფარიძე (სვანეთი, 01.41,49), 2. თამთა
ვაჟები. 2001-02 წწ. დაბადებულნი. 1. ნოდარ კოზანაშვილი (ბაკურიანი, 01.35,85), 2. თადეოზ ჯაფარიძე (სვანეთი, 01.43,05). 3. ედნარ ჯორბენაძე (აჭარა, 01.54,31); 1999-2000 წწ. 1. ნიკოლოზ ცაგარელი (თბილისი, 01.30,32), 2. ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი, 01.31,24), 3. დათო ნაზღაიძე (გუდაური, 01.32,26); 1998 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. ბესო ჯაფარიძე (01.27,24), 2. გოგა ოგბაიძე (01.27,37), 3. გალო ჯაფარიძე (სამივე - სვანეთი, 01.27,92).
ასპარეზობის მეორე დღეს შეჯიბრების მონაწილენი სპეციალურ სლალომში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
სპეციალური სლალომი
გოგონები. 2001-02 წწ. დაბადებულნი. 1. მაგატა ჯაფარიძე (სვანეთი, 01.59,33), 2. ანუკი ჩოგაძე (02.36,97), 3. თამთა ჩოგაძე (ორივე - აჭარა, 03.05,92); 1999-2000 წწ. 1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 01.52,46), 2. ანა ჩართოლანი (სვანეთი, 02.04,96); 1998 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. სალომე კვიციანი (01.47,47). 2. მარიამ ჭკადუა (ორივე - სვანეთი, 01.49,51), 3. მარიამ ხუციშვილი (წმ. გიორგის სკოლა, 02.09,05).
ვაჟები. 2001-02 წწ. დაბადებულნი. 1. ლევან ბოგიშვილი (ბაკურიანი, 01.54,81), 2. თადეოზ ჯაფარიძე (სვანეთი, 01.59,71), 3. ნოდარ კოზანაშვილი (ბაკურიანი, 02.01,62);
1999-2000 წწ. 1. ლაშა კურტანიძე (01.41,38), 2. გიორგი კურტანიძე (01.49,00), 3. გიორგი ქურდოღლიანი (სამივე - ბაკურიანი, 01.49,76); 1998 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი. 1. ბესო ჯაფარიძე (სვანეთი, 01.38,28), 2. თენგო მეხეშიძე (აჭარა, 01.46,16), 3. ანზორ ჯაფარიძე (სვანეთი, 01.46,47).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სწორია- თეზო ჯაფარიძე