ჯაბა გელაშვილის მე-14 ადგილი

AutoSharing Option

2011 წელს ქართველ სამთო მოთხილამურეთაგან სტარტზე პირველი ჯაბა გელაშვილი დადგა.

 

ვანკუვერის ოლიმპიადის 17 წლის მონაწილემ გუშინ ლენგრიესში გერმანიის ახალგაზრდულ ღია პირველობაზე მიიღო მონაწილეობა.

 

სლალომის ორივე ცდა სულ 49 მონაწილემ ჩაამთავრა. ჯაბა ფინიშთან მე-14 მივიდა წუთსა და 42,84 წამში, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს ახალ წელს ჯერ არ უასპარეზიათ.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული