თოვლი მოვიდა - ჩემპიონატი ხვალ დაიწყება!

AutoSharing Option
საქართველოში სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 15 იანვარს უნდა გახსნილიყო, მაგრამ უთოვლობის გამო ბაკურიანში დაგეგმილი თასის გათამაშება გადაიდო.

დღეისათვის კი ჩვენი ქვეყნის სამთო კურორტებზე თოვლის საკმარისი რაოდენობაა და სეზონის დაწყებასაც წინ აღარაფერი უდგას. საქართველოს ჩემპიონატი ხვალ აიღებს სტარტს ბაკურიანში, ქვეყნის პირველობა ეტაპებად 10 აპრილამდე გასტანს. სასიხარულოა, რომ პირველად ოფიციალური შეჯიბრებების კალენდარში შეტანილია მესტია, სადაც მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს.

გაგაცნობთ საქართველოს 2011 წლის ჩემპიონატის სრულ კალენდარს:

21-22 იანვარი. ბაკურიანი. გიგანტური სლალომი, სლალომი;
5-6 თებერვალი. ბაკურიანი. გიგანტური სლალომი, სლალომი;
11-12 თებერვალი. მესტია.
გიგანტური სლალომი, სლალომი;
5-6 მარტი. გუდაური. გიგანტური სლალომი, სლალომი;
11-12-13 მარტი. გუდაური. გიგანტური სლალომი, სლალომი, სუპერგიგანტი.
8-9-10 აპრილი. გუდაური. გიგანტური სლალომი, სლალომი, სუპერგიგანტი.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული