იასონი მსოფლიოს თასს გაუშინაურდა, მაგრამ...

AutoSharing Option

ჩვენმა მოწინავე სამთო-მოთხილამურემ, იასონ აბრამაშვილმა კვლავ მოსინჯა ძალები მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპზე - ამჯერად მან შლადმინგის (ავსტრია) სლალომში იასპარეზა, თუმცა პირველი ცდა ვერც ახლა ჩაამთავრა და ტურნირს გამოეთიშა. სხვათა შორის, როგორც კიცბიუელის სლალომი, ეს შეჯიბრიც ფრანგმა ჟან-ბაპტისტ გრანჟმა მოიგო.  80 მონაწილეს შორის აბრამაშვილი რეიტინგით 77-ე იყო.

 

საქართველოს ნაკრების სხვა წევრები იტალიაში იმყოფებიან, სადაც კურორტ რემესში ფის-ის ეგიდის ტურნირებში მონაწილეობენ. 25 იანვარს სლალომში სამი ქართველიდან ორივე ცდა მხოლოდ ალექსი ბენიაიძემ ჩაამთავრა და საბოლოოდ 21-ე ადგილზე გავიდა, ბიძინა ქართველიშვილს პირველივე ცდაზე მოეცარა ხელი,

კოტე ვახტანგიშვილს - მეორეზე.

 

გუშინდელ სლალომში კოტე ვახტანგიშვილმა 26-ე ადგილი დაიკავა, დიმიტრი გედევანიშვილმა - 33-ე, ბიძინა ქართველიშვილმა - 36-ე, ხოლო ბენიაიძე ამჯერად ტრასის მიღმა დარჩა. ნინო წიკლაურმა აბეტონეს (იტალია) გიგანტურ სლალომში ("სითიზენის" ეგიდით) მე-17 ადგილი დაიკავა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული