ალექსი ბენიაიძის 30-ე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option

შვეიცარიის კურორტ გრან მონტანაში ახალგაზრდა სამთო მოთხილამურეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

 

30 იანვარს გიგანტურ სლალომში სტარტზე ოთხი ჩვენებური გავიდა. მათგან საუკეთესო შედეგი კოტე ვახტანგიშვილს ჰქონდა, რომელმაც 61-ე ადგილი დაიკავა, ელენე გედევანიშვილის უმცროსი ძმა დიმიტრი 68-ე ადგილს დასჯერდა, ხოლო ჯაბა გელაშვილმა და ალექსი ბენიაიძემ ტრასა ვერ ჩაამთავრეს.

გუშინ უკვე სლალომის ჯერი იყო და 19 წლის ალექსი ბენიაიძემ იყოჩაღა 150-მდე მონაწილეს შორის მან 30-ე ადგილი დაიკავა, კოტე ვახტანგიშვილი 53-ე ადგილზე გავიდა. ტრასა ვერც ახლა ჩაამთავრა ჯაბა გელაშვილმა, დიმიტრი გედევანიშვილი კი

სტარტზე არ გამოცხადდა.

ამასობაში ნინო წიკლაურმა "სითიზენის" ეგიდით გამართულ ორ სლალომსა და ამდენივე გიგანტურ სლალომში მიიღო მონაწილეობა იტალიის კურორტ აბეტონეში. ერთ-ერთ სლალომში ჩვენებურმა მე-2 ადგილი დაიკავა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული