ავსტრიელი კომიდან გამოიყვანეს

AutoSharing Option

ავსტრიელი სამთომოთხილამურე ჰანს გრიუგერი, რომელმაც 20 იანვარს სწრაფდაშვებისას მძიმე ტრავმა მიიღო, კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება. ავსტრიელს აღარ სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. დღეს სპორტსმენი კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გახდება ცნობილი გრიუგერის აღდგენითი პროცესის ზუსტი ხანგრძლივობა.

 

ექიმებმა გრიუგერის კომიდან გამოყვანა ექვსი დღის წინ დაიწყეს, მაგრამ 29 წლის მოთხილამურეს დიდი ხანი რეაგირება არ ჰქონდა ექიმების მოქმედებაზე.

ავსტრიელი კიტცბუელის ტრასაზე 20 იანვარს, ვარჯიშის დროს დაშავდა. იმავე დღეს მან თავზე ხუთსაათიანი ოპერაცია გადაიტანა.


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გრიუგერი გახდა მესამე

მოთხილამურე, ვინც კიტცბუელის ტრასაზე სერიოზული დაზიანება მიიღო. 2008 და 2009 წლებში იქ ტრავმებით დაასრულეს გამოსვლა ამერიკელმა სკოტ მაკარტნიმ და შვეიცარიელმა დანიელ ალბრეხტმა. მოგვიანებით ორივემ შეძლო კარიერის გაგრძელება.

რაც შეეხება გრიუგერს, მას ოთხჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს თასის ეტაპი. მთელი კარიერის განმავლობაში ავსტრიელს ტრავმები აწუხებდა - ოთხჯერ გაიწყვიტა მუხლის მყესები და ერთხელ ბარძაყის ძვალი მოიტეხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული