საუკეთესო შედეგი ისევ ბენიაიძის 30-ე ადგილია

AutoSharing Option

შვეიცარიულ კრან მონტანაში დასასრულს მიუახლოვდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი სამთო სათხილამურო სპორტში. სწრაფდაშვებაში დიმიტრი გედევანიშვილმა საბოლოოდ 76-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ჯაბა გელაშვილმა - 86-ე.

 

ჯერჯერობით ქართველთაგან საუკეთესო შედეგი 19 წლის გუდაურელ ალექსი ბენიაიძეს აქვს, რომელმაც სლალომში 30-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონატის პროგრამაში დარჩა ქალთა სლალომი (ნინო წიკლაური), კომბინაცია და სუპერგიგანტი.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული