
17 წლის ნინო წიკლაურისთვის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხეირიანად დაწყებულიც არ იყო, რომ დასრულდა კიდეც - ჩვენებურმა როგორც გიგანტურ სლალომში, ასევე სლალომში, ვერ შეძლო პირველივე ცდის ჩამთავრება და მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატიც მაშინ დამთავრდა.
შვეიცარიულ კრან მონტანაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის ბოლო დისციპლინა ვაჟთა სუპერგიგანტია, სადაც დიმიტრი გედევანიშვილი და ჯაბა გელაშვილი ასპარეზობენ.
ის ქართველი მოთხილამურეები, რომლებიც მხოლოდ სლალომებში მონაწილეობდნენ კრან მონტანაში, უკვე სხვა ტურნირზე გადაერთვნენ - კოტე ვახტანგიშვილი, ალექსი ბენიაიძე და ბიძინა ქართველიშვილი იტალიურ სეისერალმში გიგანტურ სლალომში გამოვიდნენ, მაგრამ წარუმატებლად - კოტე ვახტანგიშვილმა 70-ე
.