ლინდსი ვონს ტვინის შერყევა ჰქონია

AutoSharing Option

გუშინ იმის შესახებ ვწერდით, რომ მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი ლინდსი ვონი ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის დროს ტრასაზე დაეცა და თავი დაარტყა. თავდაპირველად სამედიცინო შემოწმებამ მცირე დაზიანება დააფიქსირა და ამერიკელმა მოთხილამურემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მის გამოსვლას საფრთხე არ ემუქრებოდა.


თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვონს ტვინის შერყევა აქვს და დღეს სამედიცინო შემოწმება გაარკვევს, შეძლებს თუ არა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხილამურე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას, რომელიც 8-20 თებერვალს გერმანიის კურორტ გარმიშ-პარტენკირხენში გაიმართება.

 

თუ ვონის საკითხი ჯერ გასაკვევია, უკვე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე

ვერ გამოვა კიდევ ერთი ძლიერი მოთხილამურე, ავსტრიელი კატრინ ცეტელი. სუპერკომბინაციაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დღემდე აწუხებს ბარძაყის ტრავმა, რის გამოც ვერ ახერხებს სრული ძალით ვარჯიშს.

24 წლის ცეტელის განცხადებით, ტრავმის გამიზეზების დიდი რისკი არსებობს, ამიტომაც უარს ამბობს წლის მთავარ სტარტში მონაწილეობაზე.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული