იასონ აბრამიშვილი ფორმაში არ არის

AutoSharing Option

ჩვენი ნაკრების ლიდერ იასონ აბრამაშვილზე ძალიან ცუდად იმოქმედა ერთთვიანმა იძულებითმა უქმობამ სამშობლოში. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში, დეკემბრის თვეში, იასონმა ფის-ის ეგიდით გამართული ორი ტურნირი მოიგო, ერთ "სითიზენზე" კი მეორე ადგილი დაიკავა, ერთხელაც სულ ცოტა დააკლდა პოდიუმამდე (მე-4 ადგილი).

 

მაგრამ, რაც მან იანვარში ასპარეზობა განაახლა, ჯერ ერთხელაც ვერ უწია ფინიშის ხაზს, არადა, იასონი უკვე მე-5 შეჯიბრში გამოვიდა მას მერე. კვირას მან გერმანულ ბად ვიზეში საკმაოდ წარმომადგენლობით სლალომში ისრიალა, მაგრამ პირველი ცდა ვერ დაასრულა.

 

ბად ვიზეში სულ 4 ქართველი გამოვიდა, ერთადერთი ვინც ორივე ცდა

დაასრულა, კოტე ვახტანგიშვილია, რომელიც საბოლოოდ მე-16 ადგილზე გავიდა. იასონის დარად, პირველი ცდა ალექსი ბენიაიძეს და ბიძინა ქართველიშვილს გაუცუდდა.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
იასონ აბრამაშვილმა ,,ბად ვიზეეში ,,(გერმანია) ფის-ის ეგიდით გამრთულ შეჯიბრში მოდიოდა 17 ნომერი , პირველ ცდაზე დაიკავა მე-6 ადგილი, პირველთან აგებდა 1 წამს...მეორე ცდაზე რთული მონაკვეტი გაიარა ძალიან კარგად შუალედში აჩვენებდა საუკეთესო დროს...ფინიშთან დაუშვა შეცდომა და ჯამში გავიდა მე -10 ადგილზე..
Gera
15:57 08-02-2011
0

სიახლეები პოპულარული