იასონ აბრამაშვილის დასანანი მეათე

AutoSharing Option

22 წლის იასონ აბრამაშვილმა კარგად იასპარეზა გერმანულ ბად ვიზეში, სადაც რიგით მეორე სლალომში საბოლოოდ მე-10 ადგილი დაიკავა. პირველი ცდის შემდეგ იასონი მე-6 ადგილზე იყო და ლიდერს წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ მეორე ცდის ფინიშზე შეცდომა დაუშვა, ამიტომაც მე-10 ადგილს და 37,45 ქულას დასჯერდა.

 

კარგად გამოვიდა კოტე ვახტანგიშვილიც, რომელმაც მე-14 ადგილი დაიკავა (47,06 ქულა). ბიძინა ქართველიშვილი და ალექსი ბენიანიძე პირველ ცდას ვერ გაცდნენ.

გუშინ სამმა ქართველმა სამთო-მოთხილამურემ იტალიურ აბეტონეში გიგანტურ სლალომში იასპარეზა. ალექსი ბენიაიძე მე-40 ადგილზე გავიდა, კოტე ვახტანგიშვილი - 66-ე ადგილზე, ხოლო ბიძინა

ქართველიშვილმა ტრასა ვერ დაასრულა.

 

 

 

.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული