კოსტელიჩი ჩემპიონატისგან დაისვენებს

AutoSharing Option

მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო ორი სტარტი მსოფლიოს თასის ლიდერის ივიცა კოსტელიჩის გარეშე ჩაივლის. როგორც იცით, ამ მოთხილამურემ ორი დღის წინ სენსაციურად მოიგო ბრინჯაოს მედალი სუპერგიგანტში, მაგრამ ახლა უარი თქვა სუპერკომბინაციასა და სწრაფდაშვებაში გამოსვლაზე.

"გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ ეს ორი სტარტი, რათა ივიცას დამსახურებული დასვენებისა და სლალომისთვის უკეთ მომზადების საშუალება მივცეთ, - განაცხადა ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ვალტერ ჰუბმანმა. - სუპერგიგანტი ივიცასთვის მე-17 სტარტი იყო ახალი წლის შემდეგ. უბრალოდ ძალიან სჭირდებოდა დასვენება ინტენსიური დატვირთვებისგან. სუპერგიგანტის შემდეგ ძალა აღარ ჰქონდა".
კოსტელიჩი მსოფლიოს ჩემპიონატს მომავალი

კვირის ბოლოს დაუბრუნდება და გიგანტურ სლალომსა და სპეციალურ სლალომში იბრძოლებს პირველობისთვის.

* * *

პრობლემები შეექმნა ქალებს შორის მსოფლიოს თასის ლიდერ მარია რიშსაც. გუშინ მან გრიპის გამო ვარჯიში გამოტოვა. გერმანელმა კოსტელიჩის მსგავსად სუპერგიგანტში ბრინჯაოს მედალი მოიგო, მაგრამ ხორვატისგან განსხვავებით, ვირუსის მიუხედავად აპირებს დღეს სუპერკომბინაციაში გამოსვლას.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული