სვინდალმა ტიტული დაიცვა

AutoSharing Option

გარმიშში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი კაცებს შორის სუპერკომბინაციით გაგრძელდა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ უნივერსალური მოთხილამურის სტატუსისთვის არ იბრძოლებდა მსოფლიო თასის ლიდერი ივიცა კოსტელიჩი, რომელიც ხორვატიაში გაემგზავრა დასასვენებლად და სპეციალუი სლალომისთვის მოსამზადებლად. კოსტელიჩის არყოფნაში ორი ფავორიტი გამოიკვეთა - ამ დისციპლინაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აქსელ ლუნდ სვინდალი და ამ ჩემპიონატზე სწრაფდაშვების მომგები კრისტოფ ინერჰოფერი.
ექსპერტები უფრო მაღლა ნორვეგიელ სვინდალს აყენებდნენ, რადგან მას ინერჰოფერზე უკეთ ეხერხება სლალომი. მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამარჯვებული პრაქტიკულად სწრაფდაშვების შემდეგ იყო ცნობილი. ჩქაროსნულ დისციპლინაში სვინდალმა კონკურენტებს წამზე მეტი

მოუგო, რამაც სლალომის ტრასის ზედმეტი ნერვიული დაძაბვისა და რისკის გარეშე გავლის საშუალება მისცა. მეორე დაშვების შემდეგ ნორვეგიელმა შეინარჩუნა წამზე მეტი უპირატესობა და დამაჯერებლად დაიცვა სუპერკომბინაციაში ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული.

ასევე დიდი სხვაობა იყო მეორე და მესამე ადგილებს შორის. პოდიუმის დანარჩენი ორი საფეხური ინერჰოფერმა და მეორე იტალიელმა პეტერ ფილმა დაიკავეს. ინერჰოფერმა ამ ჩემპიონატზე მესამე მედალი მოიპოვა და სრული კოლექცია შეაგროვა: თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

სამწუხაროდ, კვლავ მეოთხე ადგილზე დარჩა ლეგენდარული ავსტრიელი ბენჯიმინ რაიხი, რომელმაც ბოლო დროს შეგვაჩვია პოდიუმის მიღმა ყოფნას. ავსტრიის ნაკრების უიღბლობა მედლის კიდევ ერთმა პრეტენდეტნმა რომედ ბაუმანმა გააგრძელა - მან სწრაფდაშვება ვერ დაასრულა.

* * *

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა ლინდსი ვონმა შეწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა. პირველობის დასრულებამდე ორი ისეთი სახეობაა დარჩენილი (გიგანტური სლალომი და სპეციალური სლალომი), რომლეშიც წელს მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი ვერ ბრწყინავს, ამიტომაც ვონმა დასვენება და ტვინის შერყევის შემდეგ სრული რეაბილიტაცია გადაწყვიტა, რათა უფრო მომზადებული შეხვდეს მსოფლიოს თასის დარჩენილ ეტაპებს და იბრძოლოს ზედიზედ მესამე ბროლის გლობუსისთვის.

სუპერკომბინაცია

კაცები
1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) 2:54.51
2. კრისტოფ ინერჰოფერი (იტა) +1.01
3. პეტერ ფილი (იტა) +1.90
4. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) +2.17
5. ონდრეი ბანკი (ჩეხ) +2.39
6. პაოლო პანგრაცი (იტა) +2.84

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული