თასი თითქმის ივიცასია

AutoSharing Option
სამთო-სათხილამურო სპორტში სეზონის დასრულებამდე 11 სტარტია დარჩენილი, მაგრამ თითქმის გარკვეულია გამარჯვებული კაცებს შორის საერთო ჩათვლაში - ივიცა კოსტელიჩი ძალიან დამაჯებერლად ლიდერობს სიას.

გარდა ამისა, ხორვატის მომავალ ტრიუმფს ხელს უწყობს უშუალო კონკურენტების პრობლემები. შვეიცარიელი დიდიე კუში და ნორვეგიელი აქსელ-ლუნდ სვინდალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პაუზის აღებას აპირებენ, ასე რომ, კოსტელიჩმა შეიძლება კიდევ უფრო გაიმყაროს ლიდერობა.

კუშმა მსოფლიოს ჩემპიონატის დროს თითი მოიტეხა, ოპერაცია გაიკეთა და მხოლოდ ნორვეგიის კვიტფიელის ეტაპზე დაბრუნდება. ეს სტარტი 12-13 მარტს არის დანიშნული.

სვინდალს კი სურს მეტი დრო დაუთმოს მუხლის
მკურნალობას, რომელიც დიდი ხანია მოსვენებას არ აძლევს. "მინდა პაუზა ავიღო და დავაკვირდე მკურნალობის პროცესს", - განაცხადა ნორვეგიელმა მოთხილამურემ.

საერთო ჩათვლის მეოთხე ნომერ სილვენ ცურბრიგენსაც კოსტელიჩის დაწევის მიზერული შანსები აქვს. შვეიცარიელი ხორვატს 546 ქულით ჩამორჩება. მეხუთე ადგილზე მყოფ რომედ ბაუმანს კოსტელიჩამდე 674 ქულა აკლია. შეგახსენებთ, რომ სამთო-სათხილამურო სპორტში გამარჯვებისთვის 100 ქულა იწერება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული