ნინო წიკლაურმა პილას ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ქარ­თ­ვე­ლი სამ­თო-მოთხი­ლა­მუ­რე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რ­ძო­ბენ ას­პა­რე­ზო­ბას უცხო­ე­თის თოვ­ლი­ან ტრა­სებ­ზე. ნი­ნო წიკ­ლა­ურ­მა იტა­ლი­ის კუ­რორტ პი­ლა­ში ორ­ჯერ მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი.

ტურ­ნი­რის პირ­ველ დღეს, რო­მელ­შიც ექ­ვ­სი ქვეყ­ნის 83 სპორ­ტ­ს­მე­ნი ეცი­ლე­ბო­და ერ­თ­მა­ნეთს საპ­რი­ზო ად­გი­ლებს, გი­გან­ტურ სლა­ლომ­ში 2 წუ­თი­თა და 00,22 წა­მით ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. მე­ო­რე­ად­გი­ლო­სან მას­პინ­ძელს - ჟუ­ლია პა­ვენ­ტას 0,03 წა­მით ჩა­მორ­ჩა. პირ­ვე­ლი ად­გი­ლიც იტა­ლი­ელ­მა ვა­ლენ­ტი­ნა ეიდა­ლი­ნიმ (1.58,72) და­ი­კა­ვა.

ას­პა­რე­ზო­ბის მე­ო­რე დღეს ქარ­თ­ვე­ლი მოთხი­ლა­მუ­რე ისევ გი­გან­ტურ სლა­ლომ­ში წუ­თი­თა და 59,53 წა­მით მე-9 ად­გილს დას­ჯერ­და.

კვარ­ცხ­ლ­ბე­კის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე იტა­ლი­ე­ლე­ბი ავიდ­ნენ: 1. მა­რია სო­მო (1.56,22), 2. ჩი­ა­რა ჯა­ნო­ტი
(1.57,10), 3. მარ­ტი­ნა მი­ჩე­ლი (1.57,84).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული