დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ სიაში საუკეთესო რუსი მოთხილამურეები მოხვდნენ: ალექსანდრ ლეგკოვი, მაქსიმ ვილეგჟანინი, ევგენი ბელოვი, ალექსეი პეტუხოვი, ევგენია შაპოვალოვა და იულია ივანოვა. მათი დისკვალიფიკაციის მიზეზი - დოპინგ-სინჯებში აკრძალული პრეპარატების აღმოჩენაა.
სოჭის ოლიმპიადაზე ალექსანდრ ლეგკოვმა ოქროს მედალი მოიგო 50 კილომეტრზე რბოლაში, ხოლო ალექსანდრ ვილეგჟანინმა ვერცხლის სამი მედალი მოიპოვა - ესტაფეტაში, კლასიკურ გუნდურ სპრინტსა და 50 კილომეტრზე რბოლაში.
ამასობაში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დისციპლინარული საქმე აღძრა 28 რუსი სპორტსმენი მიმართ, რომლებიც 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადაზე გამოდიოდნენ. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ პრეს-რელიზში დაზუსტებულია, რომ სპორტსმენები ეჭვმიტანილნი არიან საკუთარი დოპინგ-სინჯებით მანიპულირებაში. მათი გვარები არ სახელდება. საეჭვო ანალიზები უკვე გაგზავნილია ლოზანაში ხელმეორე შემოწმებისთვის.
"ეს არის რიჩარდ მაკლარენის ანგარიშის უშუალო გაგრძელება", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
მანვე დაადასტურა, რომ მისი ორგანიზაცია გადაამოწმებს ყველა რუსი სპორტსმენის დოპინგ-სინჯს, რომლებიც მონაწილებას იღებდნენ 2010 და 2014 წლების ზამთრის ოლიმპიადებში და 2012 წლის ზაფხულის თამაშებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"