საზარელი ნახტომი ტრამპლინიდან: ოლიმპიური ჩემპიონი მიწას უმწეოდ დაენარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
10 იანვარს, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში სამგზის ოლიმპიურმა და მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ტომას მორგენშტერნმა ვარჯიშის დროს შესრულებული წარუმატებელი ნახტომის შედეგად ქალა-ტვინისა და ფილტვების სერიოზული ტრავმა მიიღო.

მსოფლიოს თასის სამზადისში მყოფმა ავსტრიელმა სპორტსმენმა 100-მეტრიანი ტრამპლინიდან გადმოხტომისას ჰაერში წონასწრობა დაკარგა და დასაშვებ გორაზე მოწყვეტით დაეცა.

27 წლის "მფრინავმა მოთხილამურემ" გარკვეული დროით გონებაც დაკარგა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სპორტსმენი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მორგენშტერნი გონზეა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში გარკვეული დროით კიდევ გააჩერებენ. სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას კი სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია მოგვიანებით გააკეთებს.

აღსანიშნავია,
რომ მორგენშტერნისთვის ოლიმპიურ სეზონში ეს უკვე მეორე წარუმატებელი ნახტომია. მანამდე ტომასს გერმანიაში არ გაუმართლა, თუმცა მაშინ მხოლოდ ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული