1:3, 2:4, 3:0
გოლები: 1:0 სტეპანი-11 (კრაიდერი-15, ცუკარელო-25), 1:1 ივსი-16 (ჯეიმი ბენი-26, სეგუინი-28), 1:2 შარპი-3 (ფაკსა-15), 1:3 ჯეიმი ბენი-11 (იკინი-3, ივსი-10), 1:4 რუსელი-7 (კორპიკოსკი-10), 2:4 ზიბანეჯადი-6 (რიკ ნეში-8, ბუჩნევიჩი-7), 3:4 ბუჩნევიჩი-5 (კლაინი-11, კლენდენინგი-6), 3:5 შარპი-4 (შორი-12, ფაკსა-16), 3:6 კრაკნელი-5 (კორპიკოსკი-11, ჰუდლერი-5), 3:7 იკინი-1 (ივსი-11, ჯეიმი ბენი-27), 4:7 კრაიდერი-18 (სტეპანი-24, ცუკარელო-26), 5:7 სტეპანი-12 (მაკდონაჰი-26, ცუკარელო-27), 6:7 ზიბანეჯადი-7 (რიკ ნეში-9, ბუჩნევიჩი-8).
დღის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში "დალასი" ორჯერ დაწინაურდა სამი შაიბით და ორივეჯერ "რეინჯერსმა" მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინა. ძალიან
კოლამბუსი-კაროლინა 4:1
2:1, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 აჰო-11 (ტერავაინენი-14, სტემპნიაკი-14), 1:1 ჯენერი-9 (ატკინსონი-21, მიურეი-6), 2:1 დუბინსკი-4 (მიურეი-7), 3:1 დუბინსკი-5 (ჯენერი-7, ატკინსონი-22), 4:1 სედლაკი-5 (განიე-17, ჰარტნელი-15).
"კოლამბუსმა ისარგებლა "ვაშინგტონის" გუშინწინდელი წაგებით და ისევ გახდა რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი. ამჯერად, "ბლუ ჯეკეტსმა" "კაროლინა" დაამარცხა, რომელსაც, ბოლო დროს, შესანიშნავი სვლა აქვს აღებული (ხუთი მოგება წინა ექვს მატჩში).
ტორონტო-ბაფალო 4:3
0:2, 3:0, 1:1
გოლები: 0:1 ოკსოპო-13, 0:2 ე. კეინი-12 (ბ. ჯონტა-11, მაკეიბი-9), 1:2 კომაროვი-8 (კადრი-11, ნიულანდერი-20), 2:2 მ. მარტინი-3, 3:2 მეტიუსი-22 (ჰიმანი-14, კ. ბრაუნი-10), 4:2 ჯ. ვან რიმსდიკი-16 (მარნერი-26, ზაიცევი-16), 4:3 კარიერი-4 (გირგენსონსი-6, ბ. ჯონტა-12).
"ტორონტომ" ორშაიბიანი ჩამორჩენის შემდეგ შეძლო "ბაფალოს" დამარცხება. კანადურ კლუბს ბოლო 11 მატჩში ცხრა მოგება დაუგროვდა, "სეიბრზმა" კი ბოლო ოთხი მატჩში მესამედ წააგო.
სტ. ლუისი-ოტავა 4:6
1:1, 1:2, 2:3
გოლები: 0:1 პაგო-5 (პიატი-6, ე. კარლსონი-29), 1:1 შჩასტნი-11 (ბოუმისტერი-8, სტინი-21), 1:2 მ. ჰოფმანი-13 (ტარისი-15, ფანოფი-12), 1:3 ბ. რაიანი-9 (ძინგელი-14, ტარისი-16), 2:3 შატენკირკი-9 (ტარასენკო-25, იასკინი-9), 3:3 სტინი-6 (შატენკირკი-21, პიეტრანჯელო-14), 3:4 მ. სტოუნი-14, 3:5 მ. ჰოფმანი-14 (პაგო-11, პიატი-7), 3:6 მ. სტოუნი-15 (ბრასარი-13, ზ. სმიტი-10), 4:6 ბერგლუნდი-11 (ედმუნდსონი-9, პერონი-14).
"სენტ ლუისმა" ბოლო ხუთ მატჩში მესამედ წააგო. "ბლუზმენები" მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და მესამე პერიოდის დასაწყისში გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ "ოტავამ" ერთ წუთში ისევ მოახერხა წინ გასვლა.
მინესოტა-ნიუ ჯერსი 3:4
1:0, 1:1, 1:3
გოლები: 1:0 სპარჯონი-6 (ნიდერაიტერი-16, მ. კოივუ-18), 2:0 ცუკერი-12 (მიკაელ გრანლუნდი-26, მ. კოივუ-19), 2:1 ზახა-3 (პალმიერი-17, სტოლერი-2), 2:2 ენრიკე-11 (ტ. ჰოლი-18, პარენტო-8), 3:2 ჰაულა-7 (კოილი-22, სპარჯონი-15), 3:3 პალმიერი-10 (კამალერი-13, სევერსონი-19), 3:4 ბენეტი-3 (კოულმენი-1, ვუდი-3).
"მინესოტამ" საკუთარ მოედანზე წააგო "ნიუ ჯერსისთან" და შეწყდა მისი ოთხმატჩიანი მოგებათა სერია. "დევილზის" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო მეკარე კორი შნაიდერი, რომელმაც 32 დარტყმა მოიგერია.
კოლორადო-ჩიკაგო 4:6
1:2, 3:1, 0:3
გოლები: 0:1 შმალცი-2, 1:1 დუშენი-14 (მაკინონი-18, ბერი-19), 1:2 სიბრუკი-3 (რასმუსენი-4, შმალცი-4), 2:2 კომო-7 (მაკინონი-19, გრიგორენკო-10), 3:2 ნიეტო-1 (ლანდესკოგი-7), 3:4 კერო-2 (ტ. ვან რიმსდიკი-4, მარიან ჰოსა-10), 4:4 დუშენი-15 (ბერი-20, ბოშემენი-9), 4:5 ჰინოსტროზა-5, 4:6 ჰინოსტროზა-6 (კერო-2, მარიან ჰოსა-11), 4:6 კერო-3 (ტეივზი-15, მარიან ჰოსა-12).
"კოლორადომ" ბოლო შვიდ მატჩში მეექვსე შეხვედრა წააგო, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, მაგრამ ჩააგდო მესამე პერიოდი. "ჩიკაგოს" რიგებში სამი შედეგიანი პასი შეასრულა სლოვაკმა ვეტერანმა მარიან ჰოსამ. ის გახდა 32-ე ჰოკეისტი NHL-ის ისტორიაში, ვისაც ერთდროულად 500 გოლი და 600 შედეგიანი პასი აქვს.
"კოლორადო" ბოლო ადგილზეა ცენტრალურ დივიზიონში და მასზე ერთი საფეხურით ზემოთ მყოფ კონკურენტს 17 ქულით ჩამორჩება.
კალგარი-ფლორიდა 5:2
1:2, 3:0, 1:0
გოლები: 0:1 ტროჩეკი-15 (მაკანი-4, ეკბლადი-6), 1:1 ვერსტიგი-8 (მონეჰანი-14, ჯორდანო-15), 1:2 ტროჩეკი-16 (მაკანი-5, დემერსი-11), 2:2 ჯორდანო-6 (ფროლიკი-15, ბეკლუნდი-18), 3:2 ბეკლუნდი-13 (ტკაჩაკი-20, ჯორდანო-16), 4:2 ბეკლუნდი-14 (ტკაჩაკი-21, ფროლიკი-16), 5:2 მონეჰანი-13 (ვიდემანი-10).
მიკაელ ბეკლუნდმა 13-წამიან ინტერვალში ორი შაიბა გაიტანა და გადაწყვიტა მატჩის ბედი.
ვანკუვერი-ნეშვილი 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლი: 1:0 ჰ. სედინი-10 (სბისა-9, ლ. ერიქსონი-11).
"ვანკუვერისა" და "ნეშვილის" დაპირისპირება მეკარეების - რაიან მილერისა და პეკა რინეს დუელად გადაიქცა. "კენაქსის" კარის დარაჯმა 30 დარტყმა მოიგერია და სეზონში მეორე "შათაუტი" შეასრულა, რინეს კი მესამე პერიოდის მე-13 წუთზე ჰენრიკ სედინმა გაუტანა და ეს იყო ერთადერთი გოლი ამ მატჩში. ამით შეწყდა "ვანკუვერის" ოთხმატჩიანი წაგებათა სერია და "ნეშვილის" სამმატჩიანი მოგებათა სერია.
ანაჰაიმი-ტამპა ბეი 2:1 (ო)
0:0, 1:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ფილპულა-7 (ნესტეროვი-8, სტრალმანი-12), 1:1 გეტცლაფი-6, 2:1 რაკელი-19 (კესლერი-20).
რიკარდ რაკელმა ოვერტაიმის დაწყებიდან 54-ე წამზე გაიტანა და "ანაჰაიმს" ბოლო ცხრა მატჩში მეშვიდედ გამარჯვებინა. "დაქსის" რიგებში ასევე რაიან გეტცლაფმა გაიტანა, ხოლო მეკარე ჯონ გიბსონმა 27 დარტყმა მოიგერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"