0:0, 2:1, 3:0
გოლები: 1:0 რასტი-12 (კროსბი-25, შირი-17), 2:0 შირი-16 (რასტი-11, კროსბი-26), 2:1 კრეიჩი-11 (პასტრნაკი-15, ბელესკი-4), 3:1 ჰორნკვისტი-11 (რუვედელი-2, მალკინი-31), 4:1 შირი-17 (რასტი-12, შულცი-26), 5:1 კროსბი-28 (კესელი-31, მალკინი-32).
პიტსბურგელი კონორ შირი თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება - მან ბოლო ოთხ მატჩში მესამედ შეასრულა დუბლი. "ბოსტონთან" გამარჯვების მთავარი შემოქმედნი ასევე იყვნენ - სიდნი კროსბი, რომელმაც სამი ქულა მიითვალა და მეკარე მეტ მარეი, ვინც 44 დარტყმა მოიგერია.
"პიტსბურგმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, კროსბი კი ორ ქულამდე მიუახლოვდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს კონორ
ოტავა-კოლამბუსი 6:7 (ო)
2:2, 3:1, 1:3, 0:1
გოლები: 1:0 ზ. სმიტი-10 (სესი-5, ბრასარი-15), 1:1 ნ. ფოლინო-16 (ვენბერგი-29, განიე-19), 2:1 ზ. სმიტი-11 (სესი-6, ლაზარი-1), 2:2 ჰარინგტონი-1 (ვენბერგი-30, პრაუტი-3), 2:3 ვერენსკი-7 (ს. ჯონსი-14, ვენბერგი-31), 3:3 ჰოფმანი-16 (პაგო-12), 4:3 მარკ სტოუნი-16 (ბრასარი-16, ზ. სმიტი-11), 5:3 ჰოფმანი-17 (პიატი-8, პაგო-13), 5:4 სედლაკი-6 (ჰარტნელი-16, ჰარინგტონი-2), 5:5 კალვერტი-6 (ს. ჯონსი-15, ვ. კარლსონი-10), 5:6 ატკინსონი-22 (დუბინსკი-14), 6:6 ტარისი-17 (ფანოფი-14, ე. კარლსონი-32), 6:7 ატკინსონი-23.
მორიგ სათამაშო დღეს კიდევ უხვგოლიანი მატჩი გაიმართა, რომელშიც "კაროლინამ" და "კოლამბუსმა" 13 გოლი გაუტანეს ერთმანეთს, მატჩის ბედი კი ოვერტაიმის დაწყებიდან წუთისა და შვიდი წამის შემდეგ, კემ ატკინსონმა გადაწყვიტა.
გასულ კვირას, "ოტავამ" ასევე ექვსი გოლი გაუტანა "სენტ ლუისს", მაგრამ, ახლა, ეს რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონატის ლიდერის დასამარცხებლად.
აილენდერსი-ფილადელფია 2:3 (ო)
1:0, 1:1, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ლედი-8, 2:0 ქუინი-4 (პრინსი-9, საიდენბერგი-10), 2:1 სიმონდსი-19 (ბ. შენი-16, გუდასი-10), 2:2 პროვოროვი-4 (ბ. შენი-17, სიმონდსი-17), 2:3 ჟირუ-11 (გოსტისბეერი-16, ვორაჩეკი-29).
ორივე გუნდმა შემტევ ჰოკეიზე გააკეთა აქცენტი, მაგრამ ფანტასტიკურად თამაშობდნენ მეკარეები: "ფილადელფიას" კარის დარაჯმა სტივ მეისონმა 36 დარტყმა მოიგერია, მისმა ვიზავიმ ტომას გრაისმა - 44 დარტყმა. გამარჯვების გოლი კი ოვერტაიმის დასრულებამდე 1:40-ით ადრე კლოდ ჟირუმ გაიტანა.
"აილენდერსმა" შეწყვიტა სამმატჩიანი მოგებათა სერია და პირველად დამარცხდა მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში ჩაუდგა მოვალეობის დროებითი შემსრულებული დუგ უეიტი.
ჩიკაგო-ვანკუვერი 4:2
2:0, 0:0, 2:2
გოლები: 1:0 პანიკი-11 (ბ. კემპბელი-9, ტეივზი-16), 2:0 პ. კეინი-15 (ტეივზი-17), 2:1 სტეჩერი-2 (ჰ. სედინი-20, ბ. სატერი-12), 2:2 ჰორვატი-14, 3:2 ტეივზი-8 (პანიკი-9, ჰიალმარსონი-7), 4:2 მარიან ჰოსა-18 (ტეივზი-18).
"ჩიკაგოს" კაპიტანმა ჯონათან ტეივზმა რეგულარული ჩემპიონატის ეკვატორისთვის ძლივს შეძლო 20 ქულის დაგროვება, თუმცა, ის მაინც აირჩიეს "ყველა ვარსკვლავის მატჩში", რაც ბევრმა უსამართლობად მიიჩნია. გუშინ, ტეივზმა პირველი ნაბიჯი გადადგა ფანების წინაშე რეაბილიტაციისთვის - გოლი და სამი შედეგიანი პასი მიითვალა. რაც მთავარია, სწორედ მან გაიტანა გამარჯების გოლი სირენამდე 1:18-ით ადრე.
მინესოტა-ნეშვილი 2:4
2:0, 0:1, 0:3
გოლები: 1:0 მიკაელ გრანლუნდი-11 (ცუკერი-18, შრიოდერი-5), 2:0 პომინვილი-7 (ჰაულა-7, რ. სატერი-23), 2:1 ჯ. ნილი-16 (რიბეირო-20, ი. უებერი-4), 2:2 ფორსბერგი-13 (არვიდსონი-18, რ. იოჰანსენი-26), 2:3 ფორსბერგი-14 (ელისი-11, რ. იოჰანსენი-27), 2:4 რ. იოჰანსენი-8 (ელისი-12).
"მინესოტამ" პირველ პერიოდში 2:0 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ, საერთო ჯამში, პასიური იყო, რაზეც მეტყველებს ჯამში 23 ზუსტი დარტყმა. "ნეშვილმა" თამაშში გარდატეხა მესამე პერიოდში შეიტანა, როცა ფილიპ ფორსბერგმა ზედიზედ ორი შაიბა გაიტანა. საგარეო ტურნეში მყოფმა "ნეშვილმა", სტუმრად ბოლო ხუთი მატჩიდან მეოთხე მოიგო.
დეტროიტი-რეინჯერსი 0:1 (ო)
0:0, 0:0, 0:0, 0:1
გოლი: 0:1 ჯ-ტ. მილერი-16 (ცუკარელო-29, სკიეი-18).
"დეტროიტისა" და "რეინჯერსის" შეხვედრა მეკარეების დუელად გადაიქცა, რომელშიც გამარჯვებული ჰენრიკ ლუნდკვისტი გამოვიდა. ნიუიორკელთა შვედმა მეკარემ 21 დარტყმა მოიგერია და სეზონში მეორე შათაუტი შეასრულა. რაც მთავარია, ლუნდკვისტი ფორმაში შედის და ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"