* * *
გუშინ, "არიზონამ" მაიკლ სტოუნი გაცვალა "კალგარიში", რის შემდეგაც პირველ პერიოდში სამი შაიბა გაუტანა "ანაჰაიმს" და ამის წყალობით, ბოლო 13 მატჩში მერვედ მოიგო.
"ანაჰაიმმა" გაიბრძოლა და რაიან გეტცლაფის დუბლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მატჩის ბოლოს, ტრავმა მიიღო "არიზონას" მეკარემ მაიკ სმიტმა და ბოლო წუთებში მასპინძლების
კვირის სამი ვარსკვლავი
ამასობაში, ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.პირველი ვარსკვლავი გახდა "ვინიპეგ ჯეტსის" ფორვარდი პატრიკ ლაინე. ფინელმა ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და რვა ქულა დააგროვა. ის სადებიუტო სეზონს ატარებს ჰოკეის ეროვნულ ლიგაში და უკვე მესამე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ლაინე გახდა პირველი მოთამაშე NHL-ის ისტორიაში, ვინც 19 წლის ასაკამდე სამ მატჩში გაიტანა სამი გოლი. 18 წლის ფორვარდს 28 გოლი აქვს რეგულარულ სეზონში და ლიდერია დებიუტანტებს შორის.
მეორე ვარსკვლავად დასახელდა "ტორონტოს" ფორვარდი ნაზემ კადრი, რომელსაც ოთხ მატჩში ექვსი ქულა ჰქონდა - ოთხი შაიბა და ორი შედეგიანი პასი. 26 წლის ჰოკეისტს უკვე აქვს დამყარებული პირადი რეკორდი - 24 გოლი გაიტანა რეგულარულ სეზონში.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ედმონტონ ოილერზის" ფორვარდმა კონორ მაკდევიდმა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა სამ მატჩში ექვსი ქულა დააგროვა - ორი გოლი და ოთხი საგოლე პასი. 20 წლის მაკდევიდი 59 მატჩში 67 ქულით (20+47) ლიდერობს ბომბარდირთა დავას.
სტ. ლუისი-ფლორიდა 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 მარშესო-17 (ბიუგსტადი-4), 1:1 ბროძიაკი-7 (აპშოლი-5, რივსი-5), 1:2 ტროჩეკი-21 (პისიკი-9, რ. სმიტი-15).
არიზონა-ანაჰაიმი 3:2
3:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 დვორჟაკი-10 (დოუნი-15, პერლინი-5), 2:0 ჩირჩუნი-4 (რ. უაიტი-6, რიდერი-11), 3:0 ვრბატა-12 (დომი-16, ლ. შენი-6), 3:1 გეტცლაფი-10 (მენსონი-10, რიტჩი-9), 3:2 გეტცლაფი-11 (ვატანენი-16, ფაულერი-20).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"