ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "დეტროიტის" დაცემა

AutoSharing Option
პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში, "დეტროიტი" ვერ გავიდა პლეი ოფში. "რედ უინგზმა" ეს შანსი, ოფიციალურად, "კაროლინასთან" გუშინდელი წაგების შემდეგ დაკარგა.

თუ "დეტროიტი" მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პირველად ვერ იბრძოლებს სტენლის თასზე, "ედმონტონმა" 10-წლიანი პაუზის შემდეგ გაიფორმა პლეი ოფის საგზური.

მაშინ, შორეულ 2006 წელს, "ოილერზი" არა მხოლოდ გავიდა პლეი ოფში, არამედ სტენლის თასის ფინალამდე მიაღწია და გადამწყვეტი სერია "კაროლინასთან" წააგო. მაშინდელი "ედმონტონის" ლიდერები იყვნენ კრის პრონგერი და ალეშ ჰემსკი, დღეს კი ამ გუნდში ბრწყინავს კონორ მაკდევიდი. კანადური გუნდის ვუნდერკინდმა "ლოს ანჯელესთან" გახსნა
ანგარიში, მისი შაიბა ვეტერანმა ჯერომ იგინლამ გაქვითა, რის შემდეგაც, გამარჯვების შაიბა ერიკ გრიბამ გაიტანა.

გუშინ, პლეი ოფში გასვლა მხოლოდ "ედმონტონს" არ გაუნაღდებია. სტენლის თასისთვის იბრძოლებენ "ანაჰაიმი", "სან ხოსე" და "რეინჯერსი". ნიუიორკელები ზედიზედ მეშვიდედ გავიდნენ პლეი ოფში. "სან ხოსე" ბოლო 13 სეზონში მეთორმეტედ ითამაშებს სტენლის თასზე, კიდევ ერთი კალიფორნიული კლუბი "ანაჰაიმი" ზედიზედ მეხუთედ დაიწყებს სტენლის თასისთვის ბრძოლას.

* * *
"ვაშინგტონის" კაპიტანმა ალექსანდრ ოვეჩკინმა კარიერაში მე-17 ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს "მინესოტას" დამარცხებაში დაეხმარა. ეს იყო რუსის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში.

ოვეჩკინი NHL-ში ყველაზე შედეგიანი რუსი ჰოკეისტების სიაში მეოთხედან მეორე ადგილზე გადავიდა - გაუსწრო ალექსეი კოვალიოვს და გაუთანაბრდა მეორე პოზიციაზე მყოფ ალექსანდრ მოგილნის. მათ ანგარიშზე 1032 ქულა მოდის. ოვეჩკინზე მაღლა სერგეი ფიოდოროვი რჩება, რომელსაც 147 ქულით მეტი აქვს დაგროვებული.

ბოსტონი-ნეშვილი 4:1
2:0, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 პ. ბერჟერონი-18 (ხარა-17, მარშანი-44), 2:0 კრეიჩი-22 (პასტრნაკი-33, სტეფორდი-13), 2:1 კ. სმიტი-10 (იოზი-36, რ. ელისი-22), 3:1 აჩიარი-1 (რაილი ნეში-9), 4:1 ბეკსი-17 (დ. მური-14).

კაროლინა-დეტროიტი 4:1
2:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 სტემპნიაკი-15 (დ. რაიანი-16, ფოლკი-18), 2:0 ნორდსტრიომი-6 (პეშე-15, ტერავაინენი-24), 3:0 ჯ. სტაალი-16 (ტენისონი-6, დალბეკი-4), 3:1 ნოშეკი-1 (სტრიტი-1, დ. მილერი-2), 4:1 ლინდჰოლმი-11 (აჰო-24, ფოლკი-19).

ნიუ ჯერსი-ვინიპეგი 3:4(ბ)
2:1, 1:1, 0:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ელერსი-23 (ველერი-45, ტროუბა-22), 1:1 ბენეტი-6 (ზახა-15, პრაუტი-5), 2:1 ტ. ჰოლი-19 (ზეიჯაკი-29), 3:1 ნოესენი-7 (პიტილა-1), 3:2 ველერი-23 (მელჩიორი-1, შაიფლი-48), 3:3 არმია-9.
ბულიტები გაიტანეს: ლაინე (ვინიპეგი).

ფილადელფია-ოტავა 3:2(ბ)
1:1, 0:0, 1:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ე. კარლსონი-15 (ტარისი-25), 1:1 ბ. შენი-23 (გოსტისბეერი-27, ჟირუ-42), 1:2 ტარისი-26 (სესი-13, კლაესონი-8), 2:2 ვილი-6.
ბულიტები გაიტანეს: ვილი (ფილადელფია).

კოლამბუსი-ბაფალო 3:1
2:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ქუინსი-5, 2:0 ატკინსონი-34 (ს. ჯონსი-30, ვენბერგი-43), 2:1 როდრიგესი-4 (რ. ო'რაილი-33, მაკეიბი-17), 3:1 საადი-22 (ჯ. ანდერსონი-12).

მონრეალი-დალასი 4:1
0:1, 1:0, 3:0
გოლები: 0:1 მაკენზი-6, 1:1 პასიორეტი-34 (დანო-25), 2:1 გალაჰერი-9 (ბირონტ-18), 3:1 ლეჰკონენი-14 (მარკოვი-30), 4:1 რადულოვი-16 (პასიორეტი-29).

ტორონტო-ფლორიდა 3:2
2:0, 0:1, 1:1
გოლები: 1:0 მეტიუსი-35 (ჰიმანი-18, ნიულანდერი-37), 2:0 კომაროვი-13 (კ. ბრაუნი-15, კადრი-26), 2:1 რ. სმიტი-14 (იენდლი-34, დემერსი-18), 3:1 ჰიმანი-10 (კომაროვი-17), 3:2 იაგრი-15 (ბარკოვი-31, იენდლი-35).

მინესოტა-ვაშინგტონი 4:5 (ო)
0:1, 2:2, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 ოში-31 (ბექსტრიომი-58, ოვეჩკინი-33), 1:1 პომინვილი-12 (ჰანზალი-17, ნიდერაიტერი-30), 1:2 ოვეჩკინი-31 (მ. იოჰანსონი-27, ბექსტრიომი-59), 1:3 ოვეჩკინი-32 (შატენკირკი-40, მ. იოჰანსონი-28), 2:3 ჰანზალი-18 (პომინვილი-32, სპარჯონი-25), 2:4 ოვეჩკინი-33 (ბექსტრიომი-60, მ. იოჰანსონი-29), 3:4 სპარჯონი-9, 4:4 ე. სტაალი-27 (სპარჯონი-26, მ. კოივუ-36), 4:5 ოში-32 (მ. იოჰანსონი-30, ნისკანენი-33).

ედმონტონი-ლოს ანჯელესი 2:1
1:1, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 მაკდევიდი-27 (დრაიზაიტლი-44), 1:1 იგინლა-12, 2:1 გრიბა-2 (ნურსი-5, ნიუჯენტი-ჰოპკინსი-23).

ვანკუვერი-ანაჰაიმი 1:4
0:3, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 პერი-16 (რიტჩი-14, ვერმეტი-15), 0:2 ივსი-28 (რაკელი-15, ბიეკსა-10), 0:3 რიტჩი-14 (ლინდჰოლმი-12, მენსონი-11), 0:4 მონტური-2 (ვერმეტი-16), 1:4 ბოსერი-2 (ბ. სატერი-16).

სან ხოსე-რეინჯერსი 5:4 (ო)
2:1, 1:1, 1:2, 1:0
გოლები: 1:0 ჰანსენი-7 (ჰერტლი-11, ბოდკერი-14), 1:1 ჯ-ტ. მილერი-21 (პუმპელი-3), 2:1 მ. კარლსონი-10 (ვლასიკი-18, ჯ. ბრაუნი-9), 3:1 ტირნი-8, 3:2 სტეპანი-16 (ცუკარელო-41, სკიეი-31), 3:3 ფასტი-6 (სკიეი-32, ჰეიესი-31), 3:4 ჯ-ტ. მილერი-22 (სკიეი-33, ჰეიესი-32), 4:4 ტირნი-9 (ჰანსენი-9, ბოდკერი-15), 5:4 ბერნსი-28 (პაველსკი-37, მარლო-19).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული