საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები ნახევარფინალში მასპინძელ ბულგარეთს შეხვდება

AutoSharing Option
15 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის "ზამთრის სპორტის სასახლეში" საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩს გამართავს მასპინძელთა ნაკრებთან.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა მას მერე, რაც 6:5 მოუგო სამხრეთ აფრიკის ნაკრებს, 4:6 დამარცხდა ლუქსემბურგთან და ისტორიაში რეკორდული ანგარიშით დაჯაბნა არაბთა გაერთიანებული საემიროების გუნდი - 19:0.

ბულგარეთის ნაკრები A ჯგუფის გამარჯვებულია. მან ტაივანი და ჰონკონგი დაამარცხა, ხოლო ბოსნიასთან გამარჯვება ჩაეთვალა. მეორე ნახევარფინალურ წყვილს ლუქსემბურგისა და ჰონკონგის ნაკრებები შეადგენენ.

შეგახსენებთ, რომ II დივიზიონის საგზურს მხოლოდ დივიზიონის გამარჯვებული
მოიპოვებს. ჩვენი გუნდის თამაში შაბათს, 21 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული